პრემიერი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე: შეფასებები შეიძლება სუბიექტური იყოს, თუმცა, ყველას ყველაფერს ავუხსნით

„შეფასებებში შეიძლება იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ, ყველას ყველაფერს ავუხსნით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 კონგრესმენის კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები.


„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს , რომ ყველა სახის შეფასებები, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში.


რა თქმა უნდა ისიც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რანაირი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს, მსგავსი წერილების, ან მსგავსი შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის, საქართველოს დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ აშშ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მხარს უჭერს. თუმცა შეფასებებში შეიძლება იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ და ყველას ყველაფერს ავუხსნით, ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდან, ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით იმ პროგრესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა.


გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა ამ წერილში. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება, ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით, დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაღწევთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში.


გიორგი გახარია: დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით

"რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით".

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62კმ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“  შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

აშშ-ის საელჩო: ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ამერიკა საქართველოს გვერდით დგას

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.