რეგიონი

პოლიციამ ყვარლიდან გაუჩინარებული 15 წლის გოგო და მისი თანმხლები მამაკაცი იპოვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი და მისი თანმხლები პირი პოლიციამ თბილისში იპოვა.

თელავში ალპურ ზონაში ტყე იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში ტყის ხანძარია. 

"თამბაქოს კულტურას განადგურება ემუქრება" - მცირე მეწარმეები ქედაში აქციას მართავენ

თამბაქოს ნაწარმის დაფასოების გარეშე რეალიზაცია და სამედიცინო შემიწმების აუცილებლობა გააპროტესტეს მცირე ფერმერებმა ქედაში.

 
ყვარელში 15 წლის გოგოს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ.

წყალტუბოში, ნამახვანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანის ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან.

ზესტაფონში სატვირთო ავტომობილი გზის სავალი გზიდან გადავარდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შროშის გაზე ტრაილერი სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მესტიაში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში 27 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.

 
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 15 ადამიანი, ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყალტუბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს კვლავ აგრძელებს.

"და ჩვენ ვიცეკვეთ" ბათუმში მესამე საპრემიერო ჩვენების დასრულებას აქციის მონაწილეები გალობით შეხვდნენ

კინოთეატრ "აპოლოში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემოერო ჩვენების დასასრულს აქციის მონაწილეები გალობითა და ლოცვით შეხვდნენ. შეძახილებით "ღმერთმა შეგინდოთ" აქციის მონაწილეები ფილმის მაყურებლებს მიმართავდნენ.

ქუთაისის აეროპორტის კაფეში მომხმარებელს დაობებული ღვეზელი მიჰყიდეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კაფეში მოქალაქეს დაობებული ღვეზელი მიყიდეს.

ნინი ნაცვალაძე-გაბუნია აცხადებს, რომ ღვეზელი აეროპორტში არსებულ კაფე "მიმინო"-ში შეიძინა.

ბათუმში კინოთეტრთან აქციის მონაწილე დააკავეს

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" ამ დროისთვის ერთი პირია დაკავებული. იგი სამართალდამცველებმა კინოს საყურებლად მოსული მოქალაქის შეურაცხყოფისთვის აიყვანეს.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო არამარტო რეგიონის, არამედ საქართველოს მასშტაბით

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოს მასშტაბით, აქ ახალგაზრდები ევროპული დონის განათლებას მიიღებენ, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.

ბათუმში კინოჩვენებაზე საპროტესტო აქცია გრძელდება

ბათუმის "აპოლოსთან" საპროტესტო აქცია ამ წუთებში იწყება. შეკრებილები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შინაარს აპროტესტებენ, თუმცა ძალადობას ემიჯნებიან.

ახალციხეში 84 წლის მამაკაცმა სხეულზე დაზიანებები მიიყენა

ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე 84 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. მას ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მამუკა ხაზარაძე: ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავა

"ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავა," - ასე ესმიანება "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ძალადობას ემიჯნება.

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" 12 წევრი სამტრედიაში წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა 12 ახალი წევრი სამტრედიაში წარადგინა.

ბორჯომის ხეობაში, "ტყის აღდგენის" პროექტი ხორციელდება

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის შემდეგ, "ტყის აღდგენის" პროექტი დაბა წაღვერის მიმდებარედ, 2017 წელს ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე ხორციელდება.

პანკისში ავარიის შედეგად საკრებულოს დეპუტატი დაშავდა 

პანკისში, ავარიის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაშავდა.