რეგიონი

ბათუმში, კინოთეატრთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან", სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა უნდა გაიმართოს,  სიტუაცია დაძაბულია.

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

"და ჩვენ ვიცეკვებთ" ფილმის პრემიერა კინოთეატრ "აპოლოში" დღეს 22:00 საათზეა ჩანიშნული. საზოგადოების ნაწილი ფილმის ჩვენების გასაპროტესტებლად შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას ამ წუთებში იწყებენ. ისინი ამბობენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ მიეკუთვნებიან და მათი პროტესტი ფილმის შინაარსმა გამოიწვია.

ხვალ, 9 ნოემბერს, რუხი მოლში, საშემოდგომო ბაზრობა 10:00 საათიდან გაიმართება

საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მონაწილეობას მიიღებენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველ სვირში ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია.

ყვარელში ავარიას 3 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ყვარელში მერსედერსის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა 1 კი მძიმედ დაშავდა. 

მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, წყალარინების გამწმენდ ნაგებობას ამჯერად მესტიაში ააშენებს.

თბილისის შემდეგ "შმაქსი" ქუთაისში გამოჩნდება

ქუთაისში, დღეიდან, მუშაობას ტაქსი "შმაქსი" იწყებს.

ზესტაფონის მოსახლეობა მტაცებელი ცხოველებისგან დაცვას ითხოვს

ზესტაფონის სოფლებს მგელი შეესია. ბოლო შემთხვევა სოფელ კლდეეთში დაფიქსირდა. მგლებმა ადგილობრივების ცხვრები დაგლიჯეს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, რომ მერიისგან დახმარება არ მიუღიათ

ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქალაქის მერია ამ დრომდე არ დახმარებია. ამის შესახებ დაზარალებულები აცხადებენ. საუბარია მიმდინარე წლის 28 სექტემბერს მომხდარ სტიქიაზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მოეწყობა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

5-6 ნოემბერს ქუთაისში მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5-6 ნოემბერს ქუთაისში მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ახალციხეში ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაქურდეს

ქალაქ ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე "ზუმერი" მეორედ გაქურდეს. შემთხვევა 4 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. მენეჯერის თქმით, წაღებულია ტექნიკა, თუმცა კომპანიაში ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ იციან.

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების კომისიის პირველი სხდომა დასრულდა

ჭყონდიდის ეპარქიაში ინვენტარიზაციის პროცესი დღეს დაიწყო და პირველი სამუშაო შეხვედრა მეუფის რეზიდენციაში გაიმართა.

მეუფე გრიგოლმა მარტვილში პირველი საკვირაო წირვა აღავლინა

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდის ეპარქიის მეუფემ გრიგოლ კაციამ პირველი საკვირაო წირვა აღავლინა.

მეუფე იაკობი ბოდბის ეპარქიაში ამ დრომდე არ გამოჩენილა

მეუფე იაკობი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ამ დრომდე არ გამოჩენილა, რის გამოც საკვირაო წირვა ტაძარში მამა თეიმურაზმა აღავლინა.

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები დაკავებულის გათავისუფელების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და ძალოვან უწყებებს მიმართავენ.

ავარია წყალტუბოში - დაღუპულია ქვეითად მოსიარულე ქალი

წყალტუბოში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

უხვმა ნალექმა აჭარაში მეწყრული პროცესები გამოიწვია

ძლიერი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპატიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა. ვთარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.