რეგიონი

იმერეთში გაზს დამატებით 60-მდე სოფელი მიიღებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქუთაისელმა მსახიობებმა მცოცავი ოკუპაცია საზღვრისპირა სოფელთან გააპროტესტეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა მცოცავი ოკუპაცია საზღვრისპირა სოფელში ერედვში გააპროტესტეს.

ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან გადავარდნილი მუშის მდგომარეობა, კრიტიკულია

იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის ირაკლი გოგინავას თქმით, მშენებლობიდან გადავარდნილ მუშას სხეულის მრავლობით მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება.

ქუთაისში მშენებლობიდან გადავარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია

ქუთაისში მშენებლობიდან გადავარდნილი მუშა "რეფერალურ ჰოსპიტალშია" მოთავსებული. როგორც ჰოსპიტლის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადავარდა

ქუთაისში სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან მუშა გადავარდა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ.სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

ადიგენისა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ხმების 100% მიიღეს

ცესკოს 27 ოქტომბრის ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ადიგენისა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ხმების 100% მიიღეს.

ბორჯომ-ბაკურიანის "კუკუშკა" გაჩერდა

საგარეუბნო მატარებელი, რომელიც ბაკურიანს და ბორჯომს აკავშირებდა, გაჩერდა.

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები და შენობა-ნაგებობების პირველი სართულის ნაწილი დაიტბორა.

ახალციხეში ორსართულიანი შენობა იწვის

ოთხი სახანძრო მანქანა და 15-მდე მეხანძრე-მაშველი ახალციხეში, ორსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

ზუგდიდის სათადარაგო სტადიონის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა.

კურორტი საირმის გზიდან სამარშუტო ტაქსი გადავარდა

კურორტი საირმის გზიდან სმარშრუტო ტაქსი გადავარდა, რომელშიც ახალგზარდები ისხდნენ.

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქუთაისში გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში, სარაჯიშვილის №49-ში, ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ავარია ახალციხე-ასპინძის გზაზე - დაღუპულია ტრაილერის მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

სამცხე-ჯავახეთის წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცეს

24 ოქტომბერს, ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

პანკისში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობა შეიკრიბა. ადგილობრივები 27 მეგავატიანი სიმძლავრის "სამყურისწყალი 2" ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

ქუთაისის მერია საახალწლო ნობათის შესაძენად 60 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია "სოციალური ღონისძიებების" პროგრამის ფარგლებში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის ღირებულება 60 000 ლარია.

1 დაღუპული და 3 დაშავებული - ავარია ზუგდიდში

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ნაწულუკუში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა ფოთში გაიხსნა

ქალაქ ფოთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სურსათის ეროვნული სააგენტოს  რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის შენობა გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი.