რეგიონი

ახალციხის მერი მოსახლეობას და სამოქალაქო სექტორს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ახალციხის მერმა საზოგადოებასთან შეხვედრისას ისაუბრა. ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურისთვის წელს 17 მლნ. ლარი იხარჯება.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესწავლის შემდეგ, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების გამოძიება დაიწყო.

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

დადიანების მუზეუმის თანამშრომლებმა გაფიცვის გაფრთხილების წერილით ოფიციალურ სტრუქტურებს მიმართეს

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს და მუზეუმის დირექტორს ოფიციალური წერილით მიმართეს.

ცაგერში ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილბრივები უნიკალური ჯიშის ყურძნის დროულად ჩაბარების მოთხოვნით აქციას მართავენ.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქვეითთა სავალ ბილიკზე შევარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

 
ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა

ქუთაისის ქუჩებში გარევაჭრობა აიკრძალა. ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის ფაქტები გამოავლინა და აღკვეთა.

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა. ინფორმაცია "პირველს" პროფკავშირების თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ დაუდასტურა.

ზუგდიდის მერმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

შატილში დამწვარ სკოლას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

რამდენიმე საათის წინ, შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი გაჩნდა. დაწესებულება ძირითადად ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და შენობა სრულად დაიწვა.

შატილში სკოლა იწვის

შატილში საჯარო სკოლა იწვის. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

 
ქუთაისში, სკოლის შენობიდან გადამხტარი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისში, მე-9 საჯარო სკოლის შენობიდან გადამხტარი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ "პირველს" იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა.

ქალაქ ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქ.ქუთაისში გუგუნავას 2 კმ-მდე სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშააოები გრძელდება  ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე. პროექტების ჯამური ღირებულება 12 899 400 ლარს შეადგენს.

"აჭარის ტელევიზიის" მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსმრჩეველთა საბჭოს 4 ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დროისთვის 13 კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას.

"მოსწავლემ ბოდიში მომიხადა,"- ქუთაისის სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე დირექტორი საუბრობს

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლიდან მოსწავლეების მე-2 სართულიდან გადახტომას, სკოლის დირექტორი ეხმაურება.

ქუთაისში, სკოლის შენობიდან ბავშვები გადახტნენ - არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისის მე-9 სკოლის შენობიდან სამი მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მოზარდები, ამ დროისთვის, საავადმყოფოში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება

მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო.