რეგიონი

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასპინძაში სატვირთო ძროხას დაეჯახა

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე, დაბა ასპინძის შესასვლელთან, ტრაილერი ადგილობრივის ძროხას დაეჯახა. საქონელი ადგილზე მოკვდა. შემთხვევა 13 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

"42 წლის კაცი ცოლს მამასთან ერთად სცემდა" - რას ჰყვებიან სოფელში

ნინოწმინდაში დააკავეს მამა-შვილი, რომლებიც ოჯახის წევრზე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ. ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ეკომიგრანტების ოჯახში, დაკავების შემდეგ მხოლოდ მსხვერპლი - ფ.ს. ცხოვრობს.

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანას" მასპინძლობს

ბათუმში ევროპის მოედანზე ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" - გაიხსნა. ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში 5 მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნაწარმისა და ხელნაკეთ ნივთების დათვალიერება შეეძლებათ.

თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

წაღვერში 60 ჰა ფართობზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სანიტარულ ჭრებს, დაბა წაღვერის მიმდებარედ,  60 ჰა ფართობზე ახორციელებს.

აფხაზეთში მდინარის მიერ გატაცებულ რუს ტურისტს ეძებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, მეორე დღეა, რუსი ტურისტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მამაკაცი მდინარე კოდორმა გაიატაცა.

10 000-ზე მეტი სტუმარი და 250-ზე მეტი მონაწილე საქართველოს ყველა კუთხიდან - ერთ სივრცეში ჩატეული კახური შემოდგომა

გურჯაანის ღვინის ფესტივალი2019  - სახალხო დღესასწაული მეღვინეობის ქალაქში.

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოპედის მძღოლი დაშავდა

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოპედის მძღოლი დაშავდა. ავარია თავისუფლებისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მოხდა.

დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების საპროექტო მომსახურების  მიმწოდებლის შერჩევის მიზნით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

სოფელ კოდისწყარში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ კოდისწყაროში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.

რაჭაში რთველი მიმდინარეობს

11 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 250 ტონა ყურძენი დაიკრიფა და ჩაბარდა.

აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები იწყება

საკურორტო ზონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით პრემიერს მიმართავენ

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზუემის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ, თუ ხელფასებს არ მოუმატებენ. ამის შესახებ თანამშრომლებმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადეს.

 
ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის სოფელ რუხში, სავარაუდოდ, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ.  

მარნეულში ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ გაიმართა

ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

მარნეულში დაჭრილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მარნეულში ურთიერთდაპირისპირების შედეგად დაჭრილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებს მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ რუხში და რიყეში გამოავლინეს უაქციზო სიგარეტის შენახვა გადაზიდვის ფაქტები. ჯამში, 24 740 ღერი სიგარეტი.

მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს

მარნეულის რაიონში ორი ადამიანი დაჭრეს.