სამხედრო თემა

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018-2019 წლების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

სპეციალური ოპერაციების ძალებში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა. მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.

შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ.

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

ქართული არტილერია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა.

დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მალე ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება.

ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი აშენდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო.

მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში „ბუდა ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს.

ლევან იზორია შვედ კოლეგას მასპინძლობს

შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში“ ჩაერთვება - ამის შესახებ დღეს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა.

ლევან იზორიამ „ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა

სასტუმრო „მერკურში" საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი" გახსნა.

ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოჰანეს დაუმას შეხვდა.

შინდისის გმირების ახალი და მასშტაბური მემორიალის მშენებლობა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობა გრძელდება. პროექტის გასაგრძელებლად თავდაცვის სამინისტრომ ასი ათასი ლარი გამოყო.

თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეცტექნიკა შეისყიდა

თავდაცვის სამინისტრომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური წყალმზიდები, ავტობუსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები „ამბულანსები“ და მიკროავტობუსები შეიძინა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა" იწყება.

2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოცხადდა

თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ სამხედროებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ გააცნო.

თავდაცვის მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გახსნა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პროექტის „ქალები მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გახსნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები მიუნხენში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან შეხვედრები შეაჯამა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეფასებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან შეხვედრა შეაფასა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართული შეიარაღების ექსპორტზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს

2017 წლის განმავლობაში "დელტა" არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს.