მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი გადაადგილდება - იაპონური მედია (ფოტოები)

იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი გადაადგილდება

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი გადაადგილდება, რომლებიც სავარაუდოდ დასავლეთით ან ევროპისკენ მიემართებიან.

მედიის ცნობით, სადესანტო ხომალდებზე, რომლებიც საექსპედიციო ძალების ნაპირზე გადასასხმელად გამოიყენება, ჩანს სამხედრო სატვირთო მანქანები.

„ჩვენ არ ვიცით, საით მიემართებიან ისინი, მაგრამ ვარაუდობთ, რომ ისინი შესაძლოა, უკრაინის მიმართულებით წავიდნენ“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

იაპონელმა სამხედროებმა რუსული სამხედრო ხომალდები პირველად 16 მარტს შენიშნეს, რომლებიც წყნარი ოკეანიდან იაპონიის ზღვაში ცურუგას ვიწრო სრუტით შევიდნენ. სამხედრო ხომალდს ათეულობით ტანკის და სამხედრო მანქანის გადატანა შეუძლია. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული გემების გავლა სრუტეში იაპონიის ტერიტორიასთან ასე ახლოს, იშვიათად ხდება.

ცნობისთვის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღით შეიარაღებულმა უკრაინელმა მებრძოლებმა დიდი ზიანი მიაყენეს რუსულ არმიას. მოსკოვი, რომელიც თავის თავდასხმას „სპეციალურ ოპერაციას უწოდებს“, შესაძლოა სამხედრო ძალების ახალი აღჭურვილობით გაძლიერებას აპირებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი

⭕ კონფლიქტი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, მაშინაც კი თუ ძირითადი ბრძოლა მალე შეწყდება - მაიკლ კლარკი პუტინის გეგმებზე

⭕ შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება - კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურს ემუქრება

⭕ პუტინმა რუსეთის წინაშე აშშ-ის და ევროკავშირის დეფოლტი გამოაცხადა

⭕ უკრაინა და რუსეთი ომის დასასრულებლად ნეიტრალიტეტის გეგმას ათანხმებენ - Financial Times

⭕ მნიშვნელოვანია ავტორიტეტებმა „ქურდული სამყაროს“ ოჯახის წევრების ტიტულებს გადახედონ - „შაქრო მოლოდოი“

 საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან - ლანდსბერგისი

⭕ თუ ლუგარის ლაბორატორიაში რუს ინსპექტორებს არ დაუშვებენ, რუსეთი მასზე საჰაერო დარტყმას

⭕ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)