მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უმჯობესია ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა, რომელიც ჯოჯოხეთში „ეშმაკის კერძად“ იქცევა“ - ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

„უმჯობესია ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა, რომელიც ჯოჯოხეთში „ეშმაკის კერძად“ იქცევა, - ასე მიმართა რუსმა ოპოზიციონერმა, კრემლის ლიდერის ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე.

სასამართლომ ალექსეი ნავალნის, სასამართლოს უპატივცემულობისა და თაღლითობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 1.2 მილიონი რუბლის {35320 ლარი} ჯარიმა დაუწესა.

„მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა, შეუძლებელია ის არ გეზიზღებოდეს. ნუთუ თქვენთვისვე არაა დამამცირებელი თამაშობდეთ მოსამართლეებს და პროკურორებს, სინამდვილეში კი წარმოადგენთ მოწყობილობას, რომელიც არსებობს მხოლოდ იმის გადმოსაცემად, რასაც ტელეფონით ეტყვიან.

რატომ ჩათვალეთ, რომ ეს განუკითხაობა სულ იქნება, ფიქრობთ რომ ან შემაშინებთ, ან დააშინებთ საერთოდ ყველას, მაგალითად ისეთს, როგორიცაა შესანიშნავი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც არა მხოლოდ გამოვიდა, ვიდეოც ჩაწერა და მთავარი სათქმელი გვითხრა - იმოქმედეთ.

ყველას ვერ ჩაგვაყუდებთ, თავისუფლების აღკვეთის 113 წელიც რომ მოითხოვოთ, ნება თქვენია. თქვენ ვერც მე და ვერც ჩემნაირებს ვერ შეგვაშინებთ, რუსეთი დიდია, აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ყველა არაა მზად უღალატოს საკუთარს და საკუთარი შვილების მომავალს ისეთივე სიმხდალით, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ.

იქ სხედან ჭკუიდან შეშლილი ბაბუები, ისინი არავის და არაფერს დაინდობენ, რაც მთავარია მათ ეს ქვეყანა არ ეცოდებათ. მათი სამშობლო შვეიცარიული ანგარიშია. როგორც უნდა იბრალებენ პატრიოტიზმს. ვიცით რომ ეს მითია. სინამდვილეში, გასაგებია რა უნდა ვქნათ - ახალა ყველას ვალია ვებრძოლოთ ომს. უმჯობესია ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა, რომელიც ჯოჯოხეთში „ეშმაკის კერძად“ იქცევა“, -  აცხადებს ალექსი ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს თავიდან 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 15 მარტს დამატებით 13 წელი. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თუ ლუგარის ლაბორატორიაში რუს ინსპექტორებს არ დაუშვებენ, რუსეთი მასზე საჰაერო დარტყმას განახორციელებს - რუსი ექსპერტი

რამდენი მილიონი დაკარგეს რუსებმა ინსტაგრამის დაბლოკვით?

მნიშვნელოვანია ავტორიტეტებმა „ქურდული სამყაროს“ ოჯახის წევრების ტიტულებს გადახედონ - „შაქრო მოლოდოი“

გმადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ ასეთი დიდი მომზადება ძალიან დიდ უპირატესობას მომცემს - ილონ მასკი კადიროვს

აშშ და ევროკავშირი რუსეთს უკრაინის დიდი ქალაქების შტურმით აღებისკენ მოუწოდებს, რათა შემდგომ პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისროს - დიმიტრი პესკოვი

პუტინის გეგმა B - მარიუპოლის აღება და დროებითი ზავი?

⭕ ომი უკრაინაში და ჩინეთის ინტერესები

⭕ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)