კატეგორიები

პოლიტიკა

მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს გიორგი კვირიკაშვილი 22 ნოემბერს წარადგენს

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარადგენს სამშაბათს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშილი. ამის შესახებ "პირველს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.  

პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა ამერიკის წარმომადგენელთან გამართა

პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, კვირას, თავისი პირველი შეხვედრა გამართა 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ბრიჯიტ ბრინკთან.



საქართველოს და რუსეთის პატრიარქები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას მიესალმებიან

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და რუსეთის პატრიარქმა კირილმა, შაბათს, მოსკოვში კირილის იუბილეს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გამორიცხავს „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. ამის შესახებ დეპუტატმა „კურიერის“ ეთერში შაბათს განაცხადა.  

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ერთპიროვნულად არ გეგმავს

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას არ გეგმავს "ქართული ოცნება". ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის არცერთ წევრს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შესაძლოა განახლდეს

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებას ემხრობა პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.მისი თქმით, უსაფრთხოების არქიტექტურა მუდმივ რეფორმირებას საჭიროებს

საქართველო და აშშ აქტიურად განაგრძობენ ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას
აშშ საქართველოსთან აქტიურად განაგრძობს ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯიმი კოლკერმა თბილისში, შაბათს განაცხადა.
ამერიკა საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად რჩება

ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ ჯანელიძეს, შაბათს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს გურიაში შაბათს განუცხადა. 



სახელისუფლებო გუნდში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას არ გამორიცხავენ

მსუბუქი ნარკოტიკის მიმართ, არსებული კანონის ლიბერალიზებას არ გამორიცხავს სახელისუფლებო გუნდი. დეპუტატ მარიამ ჯაშის განცხადებით, საზოგადოებასთან შეთანხმებით, შესაძლოა, კანონი ჰუმანური გახდეს. 

პარლამენტარი კახა კალაძე მთავრობაში დაბრუნებას ვარაუდობს

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძის აცხადებს, რომ ალბათ მთავრობაში დაბრუნდება, სადაც ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა საპარლამენტო არჩევნებამდე.

საქართველოს პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა
კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პარასკევს გამართულ პირველ სხდომაზე.
პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვირიკაშვილის დანიშვნის განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი პარასკევს წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სამთავრობო უწყებების თანამშრომლობის საკითხები განიხილა პრეზიდენტმა პარლამენტის სპიკერთან და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე.

პარლამენტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია
თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, სერგი კაპანაძე და ილია ნაკაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად დეპუტატებმა პირველ სხდომაზე პარასკევს აირჩიეს.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 118 ხმით აირჩიეს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ 118 ხმით სამის წინააღმდეგ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე აირჩიეს.

საქართველოს პრემიერი პირობას დებს, რომ "ქართული ოცნება" კონსტრუქციული იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ პარტია "ქართული ოცნება" მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში, პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა.
ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობას გაეცნობა

ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში, ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრება და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გაეცნობა.

ირაკლი კობახიძეს უმთავრეს ამოცანად პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ესახება

პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ესახება უმთავრეს ამოცანად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს. ამის შესახებ მან პარასკევს ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტში შესული "მრეწველების" ერთადერთი დეპუტატი ფრაქციას უხელმძღვანელებს

ხაშურის მაჟორიტარი-დეპუტატი პარტია "მრეწველების" წევრი სიმონ ნოზაძე პარლამენტში ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია ნოზაძემ "პირველს" დაუდასტურა.