კატეგორიები

პოლიტიკა

ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შემაჯემებელი ოქმი გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები განიხილა ქართულმა მხარემ ევროსაბჭოში
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს გენმდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრაზე. 
"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პრიორიტეტებს ერევანში არაფორმალური დიალოგის ფარგლებში განიხილავენ
"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დადგენილ პრიორიტეტებსა და სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ არაფორმალური დიალოგის მონაწილეები, ხუთშაბათს ერევანში დაგეგმილ შეხვედრაზე.
პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს პრეზიდენტი ცესკო-ს შემაჯამებელი აქტის შემდეგ გამოაცხადებს

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღს პრეზიდენტი ცესკო-ს შემაჯამებელი აქტის გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადებს.

სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით უკრაინელი დეპუტატი გამოდის

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და მისი საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვადიმ რაბიმოვიჩი.

მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობას" მოუწოდებს ხალხს კითხოს, ვის ირჩევს პარტიაში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ნაიონალურ მოძრაობაში" რამდენიმე თვითგამოცხადებული ლიდერი ამბობს "ჩვენ ვართ პარტიაო". სააკაშვილი ყრილობის მოწვევას და გამოკითხვის ჩატარებას ითხოვს. 
მიხეილ სააკაშვილი დამარცხებაზე "ხელს არ აწერს"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის არეულობისკენ არავის მოუწოდებს, თუმცა საზოგადოებამ თავისი ხმა უნდა დაიცვას.  
განათლების მინისტრს პოსტზე დარჩენის სურვილი აქვს
განათლების მინისტრად დარჩენის სურვილი აქვს ალექსანდრე ჯეჯელავას, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. 
ოპოზიციური პარტია "გირჩი" 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს აკრიტიკებს

ინვესტიეციების გაზრდა და ხარჯების შემცირება უნდა იყოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი მიზანი,- განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურამ ჯაფარიძემ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროსაბჭოში გენერალური მდივნის ანგარიშს "კონფლიქტი საქართველოში" განიხილავენ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-14 კონსოლიდირებულ ანგარიშს - "კონფლიქტი საქართველოში“ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 15-16 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავენ.

ვიცე-სპიკერი კობახიძე უარს აცხადებს საპარლამენტო თანამდებობის დაკავებაზე

პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს, თუმცა "ქართულ ოცნებაში"რჩება. კობახიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.  

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა .  

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე საქართველომ კანდიდატურა წარადგინა

პრემიერ–მინისტრმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, ორშაბათს, 2018–21 წლების ვადით, დიპლომატ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფო კილაძე უხელმძღვანელებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს "ქართული ოცნების" წევრი სოფო კილაძე უხელმძღვანელებს.

"საქართველომ უზრუნველყო დემოკრატია, ახლა კი ბრიუსელის ჯერია შეასრულოს თავისი ვალდებულებები"
საქართველომ უზრუნველყო დემოკრატია, ახლა კი ბრიუსელის ჯერია შეასრულოს თავისი ვალდებულებები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ბორის აჟეგანოვი europenext-ის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. 
პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ ვებგვერდზე საქართველოს დამახინჯებული რუკა სრულყოფილად შეცვალა

ახალი ამბების სააგენტო "პირველის" მიერ, პოლონური ტურისტული კომპანიის ვებგვერდზე აღმოჩენილი საქართველოს დამახინჯებული რუკა, 14 ნოემბერს სრულყოფილი რუკით შეიცვალა.

კიშინოველები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს რუმინული დროშებით ხელში აპროტესტებენ

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა რუმინეთის სახელმწიფო დროშების ფონზე, ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

ქართველი ექსპერტი ევროპის უკანასკნელ მტკიცებულებად, რომ არ ნებდება, საქართველოს მიიჩნევს

ევროპის დასუსტებად მიიჩნევს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი ლიდერის იგორ დოდონის გამარჯვებას, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე.  

ევროკავშირში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას დეკემბერში ვარაუდობენ

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას დეკემბრის ბოლომდე ელოდება.  ამის შესახება ევროკომისარმა, ორშაბათს, ბრიუსელში განაცხადა. 

"დემოკრატიული მოძრაობა" სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს ეჭვის თვალით უყურებს

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს ეჭვის თვალით უყურებენ.