პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გახდა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. 

ნათია თურნავა: 2021 წლამდე ბუნებრივ აირს 20 000-მდე აბონენტი მიიღებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაზიფიცირების პროგრამის შესახებ ისაუბრა.

 

სამადაშვილი: რატომ მისცა საგარეო უწყებამ რუსეთს შესაძლებლობა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა

მაინტერესებს იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მითითება ზალკალიანი - ლავროვის შეხვედრის მოთხოვნა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ის "მინისტრის ფორმატის" საათში საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მოსმენას გამოეხმაურა.

ნათია თურნავა: ვერ ეღირსებიან, ჩვენი ინსტიტუტები არ შეირყევა, მედგრად ვდგავართ

გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილები. ვერ ეღირსებიან, ჩვენი ინსტიტუტები არ შეირყევა, მედგრად ვდგავართ,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა: „ქართუ ფონდი“ დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას დახმარება სჭირდება

„ქართუ ფონდი“ დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას დახმარება სჭირდება“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თეა წულუკიანი: წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სახლები აშენდება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, წყალტუბოში, სამტრდიასა და ხაშურში იუსტიციის სახლების აშენება იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა: ვერ დავადასტურებ რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგა

მივესალმებით თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა ვერ დავადასტურებ რომ ეს არის ფრენების აღდგენა,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა ანაკლიის კონსორციუმზე: ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს

ვაცდით ინვესტორს შეასრულოს აღებული ვალდებულებები და ჩემი მოწოდება იქნება მიხედოთ საქმეს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ანაკლიის კონსორციუმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

საქართველოს ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან გორდან გრლიჩ რადმანთან.

პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში დღეს  „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმენენ. 

ლაშა ნაცვლიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ამან ფული როგორ იშოვა?

„ამან ფული როგორ იშოვა? - საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას ასეთი რიტორიკული კითხვა, რომელზეც პროკურატურა ცდილობს, გასცეს ფაქტობრივი პასუხი“, - განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.

ლაშა ნაცვლიშვილი: დემოკრატიის კონსოლიდაცია უფრო დიდი საჯარო ინტერესია, ვიდრე ბოკერიას დასჯა

„დემოკრატიის კონსოლიდაცია უფრო დიდ საჯარო ინტერესად მივიჩნიეთ, ვიდრე ვიგინდარა ბოკერიას დასჯა“, - განაცხადა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა.

გია ვოლსკი: მთავარი და ლოგიკური არის ერთი საკითხი, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები და შეასრულა თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები

"მთავარი და ლოგიკური არის ერთი საკითხი, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები და შეასრულა თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკი: პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა

"პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი: დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა

„დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა, ხოლო თავისი ქონება ამ ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში.

 

არჩილ მესტვირიშვილი: დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ მისი წარმოდგენა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს.

ლაშა ნაცვლიშვილი: გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი

„გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

ლაშა ნაცვლიშვილი: ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და „ქართული ოცნება“ ამას ახერხებს

„ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და ქართული ოცნება ამას ახერხებს“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი: მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა

„მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა“, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძე: ჩემთვის პროკურატურა არაკომპეტენტურია, სასამართლოში გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, გენერალური პროკურატურა მისთვის არაკომპეტენტურია. ასე გამოეხმაურა "ლელოს" დამფუძნებელი, გენერალური პროკურატურის მიერ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.