პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილი ჩვენთვის კონკურენტი არ არის

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს კონკურენტად არ მიიჩნევს „ქართული ოცნება“. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა თოქშოუ „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პროგრამაში უკვე ჩაერთო 45 000 მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიბზნესასოციაციის წევრებს ხვდება, რომელზეც ბიზნესი კვლევას - "საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით" პრეზენტაციას წარადგენს.

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია.

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

რატი იონათამიშვილი: შშს-ში დაწყებული რეფორმები დადებითად ძალიან მალე აისახება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, შშს-ში დაწყებული რეფორმები დადებითად ძალიან მალე აისახება ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

რეჟისორის თქმით, NDI-ს კითხვა საქართველოს წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს არ შეესაბამება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა NDI-საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

თბილისის საკრებულოს წევრის თქმით, გადასახედია "შესყიდვების შესახებ" კანონი

თბილისის საკრებულოს წევრის თედო ისაკაძის თქმით, გადასახედია "შესყიდვების შესახებ" კანონი და სატენდერო მეთოდოლოგია. 

პარლამენტის სპიკერი მხარს უჭერს "გირგვლიანის შესწორებების" საკანონმდებლო ინიციატივას

თუ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ, ამ შემთხვევაში, მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ.

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს

"რისი გაკეთებაც არის საჭირო კანონმდებლობის დონეზე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ".

იან კელის თქმით, რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური უნდა მიიღოს

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური უნდა მიიღოს.

კიევი მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შეთანხმების რატიფიცირებას.

ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული გაიწვია

ილჰამ ალიევის მიერ ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსულის, რაშად ისმაილოვის გაწვევის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლი ავრცელებს.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის პოლიტიკური ამოცანა სააკაშვილისთვის პასუხისმგებლობის არიდებაა

მთელი თვის განმავლობაში ქართველი საზოგადოება აკვირდებოდა, როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო.

 

სოფო ქაცარავა შესაძლოა, ლორა თორნტონს შეხვდეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა შესაძლოა, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს შეხვდეს.

ლიტვის პრემიერი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის მცოცავ ანექსიას

ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში.

პრემიერის თქმით, ლიტვამ და საქართველომ ერთმანეთის სახით ერთგული მეგობარი იპოვეს

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

ლიტვის პრემიერის თქმით, საქართველოს დამსახურებულად ეძახიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით საქართველოში მოწვევისთვის. საშუალება მოგვეცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა ჩვენი რეგიონებისთვის, გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის“.