კატეგორიები

პოლიტიკა

საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციები გაიმართა

ინდონეზიის დედაქალაქ  ჯაკარტაში, 4-5 მაისს, საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა.

ევროკომისარმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და  პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. 

ლისაბონში ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

ლისაბონში საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოფენა მოეწყო.

ევროკომისარი ასოცირების შეთანხმების და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებს თბილისში განიხილავს

საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო სახალხო განხილვას, პრეზიდენტი ხვალ ვერ დაესწრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ დაგეგმილ საერთო სახალხო განხილვას, პრეზიდენტი ვერ დაესწრება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ოფიციალურად გაუქმდა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ოფიციალურად გაუქმდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს 85 ხმით მიიღო.

პარლამენტის სპიკერი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთვება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვებში ჩაერთვება, რადგან საზოგადოებისთვის სხვადასხვა პოზიციების განხილვა აუცილებელია.

დეპუტატის აზრით, პრეზიდენტისთვის საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობა მისაღები უნდა იყოს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო პრეზიდენტისთვის მმართველი გუნდის შეთავაზება, საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მისაღები უნდა იყოს.

პარლამენტი პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შუალედური შეხვედრა გაიმართა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური შეხვედრა გაიმართა. 

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს

"ქართული ოცნება" კონსტიტუციის საერთო სახალხო განხლვაში მონაწილებას პირადად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს. ამის შესახებ მმარეთველი გუნდის სახელით გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

ექსკლუზივი
პოლიტოლოგის თქმით, აშშ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არ შეეგუება

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, აშშ რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმებას ხვალ მოეწერება ხელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს უმასპინძლებს, რა დროსაც ხელი მოეწერება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმებას.

კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე მედია ტრენინგი გაიმართა

მედიის წარმომადგენლებისა და კრიზისული სიტუაციების მართვაში ჩართული სამინისტროების/უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებისთვის 1-4 მაისს, ბორჯომში, სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში“ ტრენინგი გაიმართა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კონგრესმენების განცხადება საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია

ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მნიშვნელოვნად აფასებს ამერიკელი კონგრესმენების მიმართვას საქართველოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომებს მიიღებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას ითვალისწინებს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში.

4-6 მაისს საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

4-6 მაისს საქართველოში დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების  საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ვიზიტი.

ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი გამოფენის მასპინძელი იქნება

2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლადშექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი.

პრემიერი ამერიკელ კონგრესმენებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ევროსაბჭოს კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო.