პოლიტიკა

მთავრობის წევრები 2017 წლის პირველ სხდომას მართავენ

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2017 წლის პირველ სხდომას მთავრობის ადმინისტრაციაში მართავენ.

საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დღეს პირველი შეხვედრა გამართა.
"ფარული მოსმენების" ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით უმრავლესობა თვის ბოლოს წარადგენს პროექტს
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თვის ბოლოს წარადგენს საკუთარ პროექტს "ფარული ჩანაწერების" გასაღებთან დაკავშირებით.
ე.წ. "ფარული მოსმენის" საკითხზე კონკრეტული პროექტი თვის ბოლოსთვის შემუშავდება
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. "ფარული მოსმენის" საკითხზე კონკრეტული პროექტი თვის ბოლოსთვის შემუშავდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა

მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით დაინტერესდა. კომპანია ამ თემაზე მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს. 

ქართულმა და თურქულმა მხარემ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების საკითხი განიხილეს

თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოების საკითხი განიხილეს.

ქართულმა და თურქეულმა მხარემ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. 
სახელმწიფოსა და ადამიანს შორის ბალანსის დაცვის მომხრეა უმრავლესობის დეპუტატი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ე.წ. "ფარული მოსმენის" შესახებ აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და ადამიანს შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს.

"ფარულ მოსმენაზე" კონტროლში სხვადასხვა უწყების მონაწილეობას ითხოვს პრეზიდენტის აპარატი

"ფარულ მოსმენაზე" კონტროლს სხვადასხვა უწყება უნდა ახორციელებდეს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპალამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. 
რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირმა საქართველოს 43.95 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად  43.95 მილიონი ევრო უსასყიდლო გრანტის სახით გამოუყო.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომ-ექსპორტის" ხელმძღვანელებს შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომ-ექსპორტის" ხელმძღვანელებს დღეს შეხვდება. 

თურქეთი საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ანკარა არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და არ შეიცვლის პოზიციას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით.

ნაციონალი გიგი უგულავა თანაპარტიელ ნიკა მელიას ბრალდებებს პასუხობს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგი უგულავას თქმით, ის გიგა ბოკერიას კი არ წარმოადგენს, არამედ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს LIBE-ს კომიტეტი კენჭს ხუთშაბათს უყრის

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და შს კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭს 12 იანვარს უყრის.

საქართველოს პრემიერი ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ტერორიზმის პრობლემის გადაწყვეტას გიორგი მარგველაშვილი ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში ხედავს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტერორიზმთან ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღბა.
აშშ-ის ელჩი ნიკა გვარამიას ცემის საქმეს ყურადღებით დააკვირდება

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ცემის ფაქტით შეშფოტებულია და აცხადებს, რომ საქმეს ყურადღებით დააკვირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ნიკა მელიას, კაკო ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის. 
"ნაცმოძრაობის" სიტუაციას გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მდგომარებას ადარებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.