კატეგორიები

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას შეეხებოდა, სიტყვით გამოვიდა.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის  მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის  ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომას კიევი  მასპინძლობს.

დეპუტატის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ტელეკამერებთან პოლიტიკურ ქულებს იწერენ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" და გუნდის ყოფილი წევრები ტელეკამერებთან პოლიტიკურ ქულებს იწერენ.

ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგია დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიის დოკუმენტი დაამტკიცა.

“ვიშეგრადის ოთხეული“ “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

“ვიშეგრადის ოთხეული“ მხარს უჭერს “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.   
 

საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს.

საქართველოში, შესაძლოა, ინდოეთის საელჩო გაიხსნას

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ინდოეთში ვიზიტი შეაჯამა და და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში განიხილეს საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის, პირდაპირი ფრენებისა და სატრანსპორტო კორიდორის საკითხი.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროგრამა დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა. ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეფასა.

"დარიალჰესმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "დარიალჰესმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ პრემიერმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი ზამთრის კურორტებით მოსარგებლე ბავშვების რაოდენობის გაზრდას საჭიროდ მიიჩნევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ზამთრის კურორტებით მოსარგებლე ბავშვების წილობრივი მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, რათა მომავალი თაობა უფრო ჯანმრთელი იყოს.

მთავრობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწერვიანერბის კომუნიკაციის სტრატეგიას განიხილავს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია გადის დასამტკიცებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიუ-იორკში სამუშაო შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 50-ზე მეტი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან გამართა.

პრემიერის ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გაზაფხულზე, პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეიტანა განაცხადი. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ჩეხ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრისას ჩეხ კოლეგას ლუბომირ ზაორალეკს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები.

განათლების სამინისტრო დუბაიში განათლების ფორუმზე პროგრამას "ისწავლე საქართველოში" წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო პირველად, დუბაიში უმნიშვნელოვანეს ფორუმში მონაწილეობს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

"ვიშეგრადის ოთხეულისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვედ კოლეგასთან მარგო ვოლსტრომთან.

პრეზიდენტის არჩევის წესზე საკონსტიტუციო კომისია საბოლოო პოზიციას დღეს დააფიქსირებს

პრეზიდენტის არჩევის წესზე საკონსტიტუციო კომისია დღეს საბოლოოდ დააფიქსირებს პოზიციას. პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელეს და უპირატესობა პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესს მიენიჭა.

ვარშავაში "ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა

"ვიშეგრადის ოთხეული" მხარს უჭერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

 

ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ "საპრეზიდენტო არჩევნებს" საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

ქ. ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს კოლეგა მინისტრებთან. მიხეილ ჯანელიძე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს პავლო კლიმკინს შეხვდა.