კატეგორიები

პრემიერისთვის დანაგვიანების პრობლემის მოგვარება ღირსების საკითხია

პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში დანაგვიანების პრობლემის მოგვარებას ღირსების საკითხად აფასებს და ერთ-ერთ გზად სანქციების დაწესებას ასახელებს.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დანაგვიანების მიმართულებით, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა.


"დანაგვიანების პრობლემის მიმართულებით, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს ავტობანის მიმდებარე ტერიტორიებზე და არა მხოლოდ. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები, თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ჩვენი მოქალაქეებიც წერენ, ტურისტებიც და ძალიან მძიმე პრობლემაა. ის კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ. ეს ჩვენი ღირსების საქმეა",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


თბილისის ცენტრალურ უბნებში შავქურთუკიანი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც მოქალაქეებს და კომპანიებს ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმებენ. პირველ ეტაპზე "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში და ტურისტულ ადგილებში იმოძრავებენ.


ჯარიმები ეხება სიგარეტის ნამწვავს, ცელოფანის პარკს, ქაღალდს, საჭმლის ნარჩენებს და ცხოველების ფეკალიებსაც. 2 კგ-მდე ნარჩენით (მათ შორის, სიგარეტის ნამწვითაც) გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ ნაგავი შენობიდან გადმოაგდეთ, საერთოდაც 100 ლარის გადახდა მოგიწევთ. 2 კგ-ზე მეტი ნაგვის ქუჩაში დატოვება – 150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იგივე რაოდენობის ნაგვის შენობიდან გადმოყრის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია.


ახალი რეგულაციების მიხედვით, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით დაჯარიმდება. თუ მეპატრონე დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას, მას არ დააჯარიმებენ.


სპეციალური სანქციებია საბურავებით გარემოს დანაგვიანებისთვის – თუ თქვენ ერთიდან ხუთამდე ძველ საბურავს სადმე ქუჩაში დატოვებთ, 150 ლარით დაჯარიმდებით. ხოლო, თუ ხუთზე მეტ საბურავს გადაყრით ქუჩაში – 500 ლარით. ეს რეგულაცია ველოსიპედის საბურავებს არ ეხება.


სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება : ფიზიკურ პირს – 400 ლარი დაუჯდება, იურიდიული პირს კი -1000 ლარი. ჯარიმების გამოწერას ინსპექტორები 17 აპრილიდან დაიწყებენ.



სამეგრელოს რეგიონში მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი 70 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში გრანტი 70 დევნილს გადასცა.

პროგრამის “ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში 5 უნგრელი სტუდენტი ჩამოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსი - “სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“ დასრულდა.

თბილისში „კინგს კვადრატის“ ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

კინგსის ახალი პროექტის, „კინგს კვადრატის“ ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 29 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.

ქობულეთში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ბოროტმოქმედებმა სავალუტო ჯიხური ქობულეთში რუსთაველის #118–ში გაძარცვეს.

ანკარის ღამის კლუბში შეიერაღებული შეტაკება მოხდა

თურქეთის დედაქალაქის ერთ–ერთ ღამის კლუბში ორმხრივი სროლა მოხდა. დაჭრილია 5 ადამიანი.

დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრს ხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმის ხვდება, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ქალი, რომელსაც წუხელ შვილთან ერთად მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

53 წლის ქალი, რომელსაც წუხელ 13 წლის ქალიშვილთან ერთად ქვეითად გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს ავღანეთის ფინანსთა მინისტრი ეწვია

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად დღეს თბილისს ეწვევა

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო დღეს თბილისს ეწვევა, სადაც მმართველ პოლიტიკურ გუნდთან და ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს შეხვედრებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე.

ვენესუელას უზენაეს სასამართლოზე ვერტმფრენით მიიტანეს იერიში

ვენესუელას უზენაესი სასამართლოს შენობაზე დაუდგეენელი ვერტმფრენით მიიტანეს იერიში, რომელსაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციელი მართავდა. მან თავი ამბოხებულად გამოაცხადა.

თსუ–ში ,,სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი“ გაიმართება

თსუ–ში ,,სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი“ ფესტივალი „სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის (CARC)“ ორგანიზებით გაიმართება.

რუსთავში ფეხით მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია

ფეისბუქის რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდ ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ დღეს უდიდესი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავის გვერდზე დაწერა.

„გამომძალველმა ვირუსმა“ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია

ნავთობისა და სატრანსპორტო კომპანიების სერვერებზე მასირებულმა ჰაკერულმა თავდასხმებმა ორშაბათს მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის 2%–ით ზრდა გამოიწვია.

ნიუ-იორკის მეტროში ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროში ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გვირაბის კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. აქედან 17 ადამიანი მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.nytimes.com ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ბელარუსის ელჩის საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან საქართველოს ელჩმა იოსებ ოსორაულის საქმე განიხილა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი 26-27 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის კონგოში დატყვევებული მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმის განხილვა.

ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.