კატეგორიები

აღდგომის დღეებში დანაგვიანებისთვის მკაცრი სანქციები გატარდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან პატრულირებას განახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები.

გარემოს დაცვის სამინისტრო სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში სანქცია იქნება მკაცრი.


ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სანქციებს - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:


2 კგ- მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.


2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.


დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.



ქუთაისს წყლის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისის მოსახლეობას ერთი დღით სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.

პარლამენტის სპიკერი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას მნიშვნელოვანად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნება. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო სისხლის დეფიციტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში სისხლის დეფიციტი არ არის და არც ერთი ბავშვი სისხლის უქონლობას არ განიცდის. ამის შესახებ "პირველს" ამავე საავადმყოფოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

გენერალური აუდიტორის პოზიციაზე ნარმანიას კანდიდატურის განხილვა არ დასტურდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვის ფაქტს.

“პატარა ხელებით“ – თბილისის საბავშვო ბაღები საქველმოქმედო ფესტივალისთვის ემზადებიან

თბილისის საბავშვო ბაღები ქველმოქმედებისთვის ემზადებიან. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაიწყო უპრეცედენტო პროექტი სახელწოდებით “პატარა ხელებით“.

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მნიშნვნელოვანი მტკიცებულებები დაემატა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებელი სხდომა დღეს დასრულდა, რომელზეც მოსარჩელის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.

29 მაისს, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 29 მაისს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება თბილისის რამდენიმე ქუჩას.

სვანეთის მაღალმთიანი მოსახლეობისთვის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის ფორმატში მესტიის მოსახლეობა კონსტიტუციისკანონპროექტის ახალ რედაქციას გაეცნო.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

29 მაისს, 10:00 სთ-დან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, ი. შეყლაშვილის, როსტევანის, 13 ასურელი მამის, ხატაეთის, შერმადინის, ავთანდილის, მურადინ ფრიდონის, თინათინის და მიმდებარე ქუჩებისმოსახლეობას.

adjarabet.com - ქართველმა პოკერის მოთამაშემ €21,000 და WSOP-ის ბეჭედი მოიგო

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე ჩატარებული 6-MAX Deepstack ტურნირის გამარჯვებული, €21 000-სა და WSOP-ის ბეჭდის მფლობელი იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილი გახდა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე პოსტს ტოვებს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე პოსტს ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას თავად ცერცვაძე ავრცელებს.

თეირანმა რაკეტების მწარმოებელი მესამე ქარხანა ააშენა

ირნმა რაკეტების მწარმოებელი მესამე მიწისქვეშა ქარხანა ააშენა. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის მცველთა საჰაერო კოსმოსური ძალების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა.

საქართველოს რკინიგზა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალ შემადგენლობას ამატებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის დასაკმაყოფილებლად “საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს თბილისიდან და 28 მაისს ბათუმიდან ახალ შემადგენლობას (№851/852) ამატებს.

"საქართველოს ბანკმა" ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა

"საქართველოს ბანკმა" ქვეყნის ისტრორიაში პირველად ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, 25 მაისს, 17:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში, მე-3 მასივის III კვარტალში მდებარე კორპუსი №7, №8 და “გ“-ში მცხოვრებ მოსახლეობას.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

25 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა 2.4076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.96 თეთრი შეადგინა.

პარლამენტის სპიკერმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საგზაო სამუშაოები 10 მისამართზე  უკვე განხორციელდა, 5 მისამართზე კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

რუსთავში დღეს ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა

რუსთავში,"BUSINESS GEORGIA"-ს ორგანიზებით, "ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოსა" და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.