კატეგორიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალს ეჟი მიხალაკს, ქვემო სილეზიის ჯანმრთელობისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარეს იადვიგა შელონგს და ვროცლავის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე; განიხილეს უკვე განხორციელებული, ერთობლივი პროექტები და სამომავლო თამაშრომლობა.


ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სფეროში პოლონურ მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, ევროპული ქვეყნების სამედიცინო სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გაცვლითი პროგრამები გარდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა, სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.


მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პოლონეთისა და აჭარის რეგიონის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და საგანმანათლებლო სფეროშიც. პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები სხვადასხვა ქალაქებში ყოველწლიურად ხორციელდება. 2016 წელს კი რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით „აჭარის დღეებიც“ გაიმართა.


აღინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოსა შორის არსებული თანამშრომლობა. საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება.


“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივებია. ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა პოლონეთში. ასევე, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სავოევოდოში, ქვედა სილეზიაში. მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. დაიგეგმა კონკრეტული გეგმები. განვიხილეთ პირდაპირი რეისების დანიშვნის თემა. ასევე, ბიზნეს ფორუმების ჩატარების პერსპექტივები.მაღალმთიანი აჭარის განვითარების კუთხით რიგი საინტერესო ღონისძიებები დავგეგმეთ. ვისაუბრეთ აგრარული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.


შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.



დაკარგული 4 წლის ბავშვი პოლიციამ იპოვა

თბილისში 4 წლის ბავშვი დღეს დილით დაიკარგა, რომლის მშობელიც წერილს აქვეყნებს და ბავშვის პოვნისთვის პოლიციას მადლობას უხდის.

ათეიზმისთვის სიკვდილმისჯილს არაბეთში განაჩენი ძალაში დაუტოვეს

საუდის არაბეთის სააპელაციო და უზენაესმა სასმართლოებმა 30 წლის აჰმედ ალ–შამრის ათეიზმისთვის 2015 წელს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძალაში დაუტოვეს.

რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის აზრით, საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს

რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ლივიუ დრაგნემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გაღმავდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჭიროა, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს.

საქართველოში დაცხება

გარემოს ეროცნული სააგენტის ცნობით, მომდევნო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

სამხედრო ექსპერტი "გირჩის" მიერ რელიგიური ორგანიზაციის შექმნას ექსპრეზიდენტს უკავშირებს

სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, "გირჩის" ინიციატივა წვევამდელებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართილი ნაბიჯია. ამის შესახებ ტრისტან წითელაშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა.

ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განხილვა გრძელდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენლის, განათლების ექსპერტის ედუარდა კასტელ-ბრანკოს ვიზიტი გრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სივრცეში საქართველოს როლზე ისაუბრა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიისანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია დ. თავდადებულის N7, N9, N11 და ნ. არზიანის N2, N4, N6 ქუჩების მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. 

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართავს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მის შვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართა.

22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

2017 წლის 

პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუქარესტში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან.

გურჯაანში მეოთხე კლასელი ბავშვი მანქანამ გაიტანა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეოთხე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი სკოლასთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი "ფოტორეპორტიორების საქმესთან" კავშირს უარყოფს

"ფოტორეპორტიორების საქმის" სასამართლო პროცესზე შსს–ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა უარყო ამ საქმესთან კავშირი და განაცხადა, რომ ერთ–ერთი ფიგურანტის ნახევრად შიშველი ფოტო მას არ მოუპოვებია.

ზურაბ პატარაძე “რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე “რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს ერიხ ვოლფს შეხვდა.

ბათუმის აქციის ხელმძღვანელობაში ბრალდებულების დაკავების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ღოღობერიძე-ჩხვირკიას დაკავების გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს დღეს ადვოკატი შეხვდება.

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო

კომპანიაIDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო.


რუსეთს და ჩინეთს შორეულ აღმოსავლეთში აშშ–ის გაძლიერება აშინებს

რუსეთი და ჩინეთი შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისს აშშ მსოფლიო მასშტაბის ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში გამოიყენებს.

თელავის პროკურატურის  ორგანიზებით ნაადრევი ქორწინების თემაზე სხდომა ჩატარდა

26 აპრილს, თელავის პროკურატურის და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision კახეთის რეგიონში“   ორგანიზებით, პროექტ “ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.  

ფოტორეპორტიორების საქმის პროკურორის თქმით, აშკარაა, რომ ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს

ფოტორეპორტიორების საქმის პროკურორის ემზარ გაგნიძის თქმით, აშკარაა, რომ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს.

ოდესაში „დეკომუნიზებულ“ ქუჩებს სააკაშვილამდე არსებული სახელები დაუბრუნეს

საქალაქო საბჭომ ოდესის ქუჩებს, რომლებსაც სააკაშვილის გუბერნატორობის დროს უკრაინის კონტრტერორისტულ ოპერაციაში დაღუპულთა სახელები უწოდეს, მარშალ ჟუკოვის, ტერეშკოვასა და სხვათა სახელები დაუბრუნეს.