კატეგორიები

თემურ ბასილიას საქმე სააპელაციო სასამართლოში არსებითი განხილვისთვის დაიშვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიმდინარე წლის 14 თებერვლის განჩინება.

ამის შესახებ განცხადებას "ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებენ.


"საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმე გადაიხედება. აღნიშნულის თაობაზე განცხადებას თემურ ბასილიას ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი აკეთებენ.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლიანი და პრინციპული გადაწყვეტილების შედეგად, განჩინება, რომლითაც თემურ ბასილიას უარი ეთქვა საქმის გადახედვაზე, ცალსახად უკანონოდ იქნა მიჩნეული.


საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაუქმებული განჩინების დასაბუთებისთვის განმარტავს და აღნიშნავს, რომ "მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის 2017 წლის 17 იანვრის დადგენილება "მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ", რომლითაც ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ თემურ ბასილიას პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, კერძოდ, თემურ ბასილიას განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია.


აღნიშნული დადგინდა ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რომლებიც ამტკიცებს თემურ ბასილიას უდანაშაულობას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად, არ დასტურდება თემურ ბასილიას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილი "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.


საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს საქმეებზე, როდესაც ვლინდება მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის "ზ1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდების მხარე არ უნდა შეიზღუდოს და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად განახორციელოს კანონით დაკისრებული მოვალეობა, რისი წინა პირობაც არის წარდგენილი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა სასამართლოში".


საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შემდგომ თემურ ბასილიას საქმე არსებითი განხილვისთვის უკვე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 27 იანვარს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა.


პროკურატურის დადგენილება "მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ", ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი განაცხადა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ "მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის".  აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომლის განჩინებაც საბოლოოა და არ საჩივრდება",- ნათქვამია განცხადებაში.


2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. საკასაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: პაატა სილაგაძემ (თავმჯდომარე), ნინო გვენეტაძემ და გიორგი შავლიაშვილმა მიიღეს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა სხვადასხვა მოტივებით არ გახანგრძლივდება.


 



მანჩესტერის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

მანჩესტერის ცენტრში სპეცოპერაციის გამო, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელეს. ამის შესახებ გაზეთი Manchester Evening News იუწყება.

ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.

ხოშარაულის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზის ქონების დადგენა გამოძიების პრეროგატივაა

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტის დეკანოზ გიორგი მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს ახალი მტკიცებულებები ემატება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.

კორეის მთავრობამ საქართველოს სამარშრუტო მანქანები საჩუქრად გადასცა

კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. 

თბილისის მერიის კამპანია “ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება

თბილისის მერიის კამპანია “ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება. #9, #51, #61 და #87 ავტობუსებში, მგზავრებს, საჩუქრად, 6 სხვადასხვა გამომცემლობის 550 წიგნი გადაეცათ.

25 მაისს, თსუ-ში ტიერი ბერიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

25 მაისს, 16:00 სთ-ზე თსუ-ის ბიბლიოთეკა ლევილის ქართული მამულის მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის “ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას გამართავს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ავსტრიის ვიცე-კანცლერს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.

მოქმედ დეპუტატსა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს 15 წელი და 17.2 მილიონის გადახდა მიესაჯათ

“რაკია ჯორჯიას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, პარლამენტის წევრს “პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს, ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სოფელ ქვემო ალვანში ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მფრინავის თანასოფლელები და ახლობლები ოსორაულის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.

2016 წლის "რჩეული ქობულეთელი" დააჯილდოვეს

სასტუმრო “ჯორჯია პალასში“ 2016 წლის რჩეული ქობულეთელის დაჯილდოება გაიმართა.

​საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან. 

ლაშა თორდიასთან დაკავშირებულ ინციდენტში დაზარალებულის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბში" მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულის ადვოკატი 16:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" პრესკონფერენციას გამართავს. ინციდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას უკავშირდება.

მინისტრის თქმით, აუდიტის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზაბ სუბარი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია გასცდა საკუთარ უფლება-მოველეობებს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

ლაშა თორდიას მუქარის შემცველი ვიდეომასალა შსს-ს კაფე-ბარის მენეჯერმა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კაფეში მომხდარ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს. 

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე 23 მაისის ვაჭრობის შედეგებით ნავთობის ფასი გაიზარდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 54.62 აშშ დოლარი შეადგინა.

ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს.

ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს გელა მიქაძის ექსტრადირებას

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის სხვა სახელმწიფოში ექსტრადირებას.

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება - რეგისტრაციის პროცედურებზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.