კატეგორიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში დასუფთავების აქციას შეუერთდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას - დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გამართულიყო საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარაც შეუეთდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ტურისტების და სტუმრების მიერ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მონახულებადიმახუნცეთის ჩანჩქერი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.


აქციის მიმდინარეობის დროს ზურაბ პატარაძე ჩანჩქერთან მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.


დასუფთავების აქციაში გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები, არსებული დაწესებულებებისწარმომადგენლები და მოსახლეობა ჩაერთო. დილიდანვე 60 სოფლის ცენტრებსა და უკანონო ნაგავსაყრელებს გამგებლის წარმომადგენლები დასპეციალისტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად ასუფთავებდნენ. აქციაში ასევე ჩაერთვნენ საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგებიდა მოსწავლეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.


ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი რკინის სანაგვე კონტეინერი დაიდგა. ურნები განთავსებულია ყველასოფელში, ტურისტულ ობიექტზე, კერძო სექტორთან, ღვინის მარნებთან მისასვლელ მარშრუტებზე. საქართველოს მასშტაბით ეს არისუპრეცენდენტო შემთხვევა. მუნიციპალიტეტს დღეიდან საკუთარი ნაგვის გადამზიდი მანქანაც ეყოლება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებსქალაქის ნაგავსაყრელზე წამოიღებს.


საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაციადა მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.



დაკარგული 4 წლის ბავშვი პოლიციამ იპოვა

თბილისში 4 წლის ბავშვი დღეს დილით დაიკარგა, რომლის მშობელიც წერილს აქვეყნებს და ბავშვის პოვნისთვის პოლიციას მადლობას უხდის.

ათეიზმისთვის სიკვდილმისჯილს არაბეთში განაჩენი ძალაში დაუტოვეს

საუდის არაბეთის სააპელაციო და უზენაესმა სასმართლოებმა 30 წლის აჰმედ ალ–შამრის ათეიზმისთვის 2015 წელს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძალაში დაუტოვეს.

რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის აზრით, საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს

რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ლივიუ დრაგნემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გაღმავდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჭიროა, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს.

საქართველოში დაცხება

გარემოს ეროცნული სააგენტის ცნობით, მომდევნო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

სამხედრო ექსპერტი "გირჩის" მიერ რელიგიური ორგანიზაციის შექმნას ექსპრეზიდენტს უკავშირებს

სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, "გირჩის" ინიციატივა წვევამდელებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართილი ნაბიჯია. ამის შესახებ ტრისტან წითელაშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა.

ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განხილვა გრძელდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენლის, განათლების ექსპერტის ედუარდა კასტელ-ბრანკოს ვიზიტი გრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სივრცეში საქართველოს როლზე ისაუბრა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიისანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია დ. თავდადებულის N7, N9, N11 და ნ. არზიანის N2, N4, N6 ქუჩების მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. 

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართავს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მის შვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართა.

22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

2017 წლის 

პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუქარესტში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან.

გურჯაანში მეოთხე კლასელი ბავშვი მანქანამ გაიტანა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეოთხე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი სკოლასთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი "ფოტორეპორტიორების საქმესთან" კავშირს უარყოფს

"ფოტორეპორტიორების საქმის" სასამართლო პროცესზე შსს–ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა უარყო ამ საქმესთან კავშირი და განაცხადა, რომ ერთ–ერთი ფიგურანტის ნახევრად შიშველი ფოტო მას არ მოუპოვებია.

ზურაბ პატარაძე “რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე “რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს ერიხ ვოლფს შეხვდა.

ბათუმის აქციის ხელმძღვანელობაში ბრალდებულების დაკავების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ღოღობერიძე-ჩხვირკიას დაკავების გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს დღეს ადვოკატი შეხვდება.

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო

კომპანიაIDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო.


რუსეთს და ჩინეთს შორეულ აღმოსავლეთში აშშ–ის გაძლიერება აშინებს

რუსეთი და ჩინეთი შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისს აშშ მსოფლიო მასშტაბის ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში გამოიყენებს.

თელავის პროკურატურის  ორგანიზებით ნაადრევი ქორწინების თემაზე სხდომა ჩატარდა

26 აპრილს, თელავის პროკურატურის და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision კახეთის რეგიონში“   ორგანიზებით, პროექტ “ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.  

ფოტორეპორტიორების საქმის პროკურორის თქმით, აშკარაა, რომ ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს

ფოტორეპორტიორების საქმის პროკურორის ემზარ გაგნიძის თქმით, აშკარაა, რომ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს.

ოდესაში „დეკომუნიზებულ“ ქუჩებს სააკაშვილამდე არსებული სახელები დაუბრუნეს

საქალაქო საბჭომ ოდესის ქუჩებს, რომლებსაც სააკაშვილის გუბერნატორობის დროს უკრაინის კონტრტერორისტულ ოპერაციაში დაღუპულთა სახელები უწოდეს, მარშალ ჟუკოვის, ტერეშკოვასა და სხვათა სახელები დაუბრუნეს.