კატეგორიები

ბაშარ ასადი რუსეთს სახმელეთო ჯარებით დახმარებას სთხოვს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის თქმით, მიუხედავად რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ეფექტიანობისა, ტერორისტების მომრავლების შემთხვევაში მას რუსული სახმელეთო ჯარების დახმარებაც დასჭირდება.

ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტი“–სთან დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენი მტრები, მათი მომხრეები, ქვეშევრდომები მომავალში გაზრდიან სირიაში ტერორისტების რაოდენობას და ჩვენს ქვეყანაში ტერორისტთა მთელი ჯარები გამოჩნდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება რუსული სახმელეთო სამხედრო ძალების დახმარება“, – განაცხადა ასადმა.

მისივე თქმით, დღეს ამის საჭიროება არ არსებობს.

დღესვე აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ სირიას კიდევ აქვს ქიმიური იარაღის მარაგები, მაგრამ მათი შემდგომი გამოყენება უკიდურესად წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება დამასკოს მხრიდან.

„სერთაშორისო საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, რომ სირიას გააჩნია ქიმიური იარაღის მარაგები, მიუხედავად შეთანხმებისა და განცხადებებისა მათი მხრიდან, თითქოს გაანადგურეს ეს იარაღი“, – განაცხადა მეტისმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ქიმიურ იარაღზეა საუბარი და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ გუშინდელ დასკვნაში აღნიშნა, რომ სირიის პროვინცია იდლიბზე აპრილის დასაწყისში განხორციელებული ავიაიერიშის დროს ქიმიური ნივთიერება ზარინი, ან მისი ანალოგი იყო გამოყენებული.

დამასკო დღემდე უარყოფს მის მონაწილეობას ქიმიურ თავდასხმაში. რუსეთმა მხარი დაუჭირა ბაშარ ასადს და განაცხადა, რომ შესაძლოა სირიის ავიაციამ ამბოხებულთა ქიმიური იარაღის საწყობები დაბომბა.

იდლიბზე თავდასხმიდან სამი დღის შემდეგ აშშ–ის ფლოტის ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ორი საბრძოლო ხომალდიდან 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს ბაშარ ასადის ერთგული არმიის მთავარი სამხედრო აეროდრომის მიმართულებით.



საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

ავტოგასამართი სადგურის ოპერატორის დაყაჩაღებაში ბრალდებულები დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს რეფორმების გატარების კუთხით გამორჩეულ ლიდერად ასახელებს

გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციის თანამხად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო არის გამორჩეული ლიდერი და იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას.

თბილისის მერი პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

დავით ნარმანია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ეროვნული არქივიდან სასტუმრო Holiday inn-მდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

იაპონია საქართველოსთან საინვესტიციო მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებით კმაყოფილია

საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.

"ციანიდის საქმის" მთავარი მოწმე საქართველოში დაბრუნდა

"ციანიდის საქმის" მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე თბილისში დაბრუნდა. მან ჩამოსვლისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

ბათუმი-თბილისის მატარებლის ტარიფები არ ძვირდება

საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილე სერვისების გადაყვანის დარგში ხარატიონ შარამბერიძემ აცხადებს, რომ ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ტარიფები უცვლელი რჩება.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის იმედგაცრუება გაცილებით დიდი იქნებოდა, ქვეყნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთანხმება საბოლოოდ რომ ვერ მიღწეულიყო.

ჯანი ბუკიკიო მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ბუკიკიომ ბათუმში საზმაუწყებელს განუცხადა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოშია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

"თუ ეს სიმართლეა, კმაყოფილი ვარ, რომ ჩემ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არ მიცნობს"

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე" გადაცემა "არჩევანში" გასულ სიუჟეტს ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი "ფეისბუქის" ოფიციალურ და პირად გვერდზე ეხმაურება.

ხაშურში 39 წლის კაცს ეძებენ

ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში 39 წლის ზვიად კოპაძეს ეძებენ. "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ ამ ეტაპზე დაკარგული კაცის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საპატრიარქო ბრალდებული დეკანოზის ზიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საპატრიარქოს განმარტებით, ბრალდებული დეკანოზის ზიარების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ექლილ აჰმად ჰაქიმის შეხვდა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით  იმყოფება საქართველოში.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 47-ე შეხვედრა გაიმართა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე სწორი პროცესები წარმატებული ბიზნესის გარანტია

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვიდა.

"კორტების საქმეზე" მსჯავრდებულისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქალაქო სასამართლოში "კორტების საქმეზე" სპეცრაზმელების სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ, მსჯავრდებულ გიორგი ცააძისა და ბრალდებულ სპეცრაზმელების ახლობლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

პოლონეთში საქართველოს ელჩმა პოლონეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს იან ჯეჯიჩაკს.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც პრეზიდენტის გამოყენებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ პრეზიდენტი გამოიყენონ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად 2000-მდე ოჯახს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალი მიეწოდება.

ტექნოპარკში მოსწავლეთა პროგრამირების სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ტექნოპარკში მოსწავლეთა პროგრამირების სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა  ჯგუფურად შექმნილი პროექტები - code.org პლათფორმაზე აწყობილი კომპიუტერული თამაშები წარმოადგინეს.