კატეგორიები

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების მეუღლეებმა საქართველოს ისტორიული ადგილები მოინახულეს

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მეუღლემ მაკა ცინაძემ ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მეუღლეს ანიკო ლევაის უმასპინძლა და ქვეყნის ისტორიული ადგილები დაათვალიერებინა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვებ-გვერდზე ვრცელდება.


პრემიერ-მინისტრების მეუღლეები დღეს მცხეთაში, ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. მაკა ცინაძემ უნგრელ სტუმარს ისტორიული ქალაქიც დაათვალიერებინა. ანიკო ლევაი მცხეთის ღირსშესანიშნაობებით მოიხიბლა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში შთაბეჭდილებებით ბრუნდება.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისს 20 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.


დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის 1992 წლის 14 მაისს დამყარდა.
საქართველომ და უნგრეთმა განავითარეს ახლო პარტნიორული ურთიერთობები. უნგრეთი ლობირებს საქართველოს მისწრაფებებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. პარლამენტებში შექმნილია მეგობრობის ჯგუფები.


საქართველო და უნგრეთი ჩართულია პროექტში AGRI, რომელიც ითვალისწინებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საქართველოდან შავ ზღვაზე ევროპისკენ ტრანსპორტირებას.


საქართველო და უნგრეთი აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის სფეროში, რაზეც მეტყველებს ბიზნეს–სემინარების ჩატარების ტრადიცია. ქ. თბილისსა და ქ. ბუდაპეშტში 2010-2012 წ.წ. რამდენჯერმე გაიმართა ბიზნეს ფორუმი, რომელშიც საქართველოსა და უნგრეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველო და უნგრეთი ასევე თანამშრომლობენ განათლებისა და კულტურის სფეროებში.


2016 წლის 29-30 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში.



დაკარგული 4 წლის ბავშვი პოლიციამ იპოვა

თბილისში 4 წლის ბავშვი დღეს დილით დაიკარგა, რომლის მშობელიც წერილს აქვეყნებს და ბავშვის პოვნისთვის პოლიციას მადლობას უხდის.

ათეიზმისთვის სიკვდილმისჯილს არაბეთში განაჩენი ძალაში დაუტოვეს

საუდის არაბეთის სააპელაციო და უზენაესმა სასმართლოებმა 30 წლის აჰმედ ალ–შამრის ათეიზმისთვის 2015 წელს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძალაში დაუტოვეს.

რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის აზრით, საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს

რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ლივიუ დრაგნემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გაღმავდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჭიროა, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს.

საქართველოში დაცხება

გარემოს ეროცნული სააგენტის ცნობით, მომდევნო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

სამხედრო ექსპერტი "გირჩის" მიერ რელიგიური ორგანიზაციის შექმნას ექსპრეზიდენტს უკავშირებს

სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, "გირჩის" ინიციატივა წვევამდელებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართილი ნაბიჯია. ამის შესახებ ტრისტან წითელაშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა.

ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განხილვა გრძელდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენლის, განათლების ექსპერტის ედუარდა კასტელ-ბრანკოს ვიზიტი გრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სივრცეში საქართველოს როლზე ისაუბრა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიისანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია დ. თავდადებულის N7, N9, N11 და ნ. არზიანის N2, N4, N6 ქუჩების მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. 

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართავს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მის შვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართა.

22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

2017 წლის 

პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუქარესტში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან.

გურჯაანში მეოთხე კლასელი ბავშვი მანქანამ გაიტანა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეოთხე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი სკოლასთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი "ფოტორეპორტიორების საქმესთან" კავშირს უარყოფს

"ფოტორეპორტიორების საქმის" სასამართლო პროცესზე შსს–ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა უარყო ამ საქმესთან კავშირი და განაცხადა, რომ ერთ–ერთი ფიგურანტის ნახევრად შიშველი ფოტო მას არ მოუპოვებია.

ზურაბ პატარაძე “რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე “რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს ერიხ ვოლფს შეხვდა.

ბათუმის აქციის ხელმძღვანელობაში ბრალდებულების დაკავების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ღოღობერიძე-ჩხვირკიას დაკავების გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს დღეს ადვოკატი შეხვდება.

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო

კომპანიაIDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო.


რუსეთს და ჩინეთს შორეულ აღმოსავლეთში აშშ–ის გაძლიერება აშინებს

რუსეთი და ჩინეთი შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისს აშშ მსოფლიო მასშტაბის ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში გამოიყენებს.

თელავის პროკურატურის  ორგანიზებით ნაადრევი ქორწინების თემაზე სხდომა ჩატარდა

26 აპრილს, თელავის პროკურატურის და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision კახეთის რეგიონში“   ორგანიზებით, პროექტ “ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.  

ფოტორეპორტიორების საქმის პროკურორის თქმით, აშკარაა, რომ ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს

ფოტორეპორტიორების საქმის პროკურორის ემზარ გაგნიძის თქმით, აშკარაა, რომ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს.

ოდესაში „დეკომუნიზებულ“ ქუჩებს სააკაშვილამდე არსებული სახელები დაუბრუნეს

საქალაქო საბჭომ ოდესის ქუჩებს, რომლებსაც სააკაშვილის გუბერნატორობის დროს უკრაინის კონტრტერორისტულ ოპერაციაში დაღუპულთა სახელები უწოდეს, მარშალ ჟუკოვის, ტერეშკოვასა და სხვათა სახელები დაუბრუნეს.