კატეგორიები

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფასდაუდებლად შეაფასა

დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ მიმართეს.


სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-აშშ-ის მტკიცე მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა 25 წლის მანძილზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ფასდაუდებელია.


„ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-იდან ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ფინანსური ასევე პოლიტიკური კუთხით. ეს ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვართ ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ისთვის და ჩვენის მხრივ ვცდილობთ შევიტანოთ წვლილი იმ საერთაშორისო ინტერესების დაკმაყოფილების პროცესში, რაც ჩვენ გვაერთიანებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მინისტრის განცხადებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან რთულ პირობებში, დღეს ქვეყანა ადგას ევტოატლანტიკური ინტეგრაციის გზას და საქართველო აგრძელებს მეგობრებთან ერთად ამ გზაზე სვლას. ამ კუთხით მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეგობრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოც აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ეს მეგობრობა კი ნდობაზე და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.


მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვივნენ საქართველოს და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ორხმრივი ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელია. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იან კელის და საელჩოს წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვისთვის. ​​



დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას პროვოკაციად აფასებს

არაღიარებული ცხინვალი საოკუპაციო ხაზთან ქართველი აქტივისტების მიერ სამოქალაქო პატრულირების დაწყებას პროვოკაციას უწოდებს და ამის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს.

ვიცე-პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს ახალ კანდიდატს დადებითად აფასებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მოხარულია, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები დააკმაყოფილა.

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. ამ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის მიზანია, მსოფლიოს გააცნოს ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ბათუმში გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას. კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, 26 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

ქართველი ვიდეობლოგერის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე საქმე აღიძრა

ქართველი ვიდეობლოგერის მიერ კონკურენტი ბლოგერის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღძრა. ამის შესახებ "პირველს" უწყებიდან აცნობეს.

ლევან კობერიძე: ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკური კრახის ფონზე ძიების რეჟიმშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს დაბოღმილი ადამიანის პოზიციას უწოდებს.

საქართველოს რკინიგზაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

15 ივლისიდან საქართველოს რკინიგზაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც მსგავსი სისტემა დანერგა.

პრეზიდენტმა მშენებლობაზე დაღუპული კაცის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მუშის ოჯახს მიუსამძიმრა.

სამხრეთ აფრიკელმა ბავშვმა შიდსის ვირუსი დაამარცხა

სამხრეთ აფრიკელი 9 წლის ბავშვი, რომელიც შიდსის ვირუსს დაბადებიდან ატარებდა, განიკურნა. ამის შესახებ პაციენტის ექიმმა განაცხადა.

ტრამპი მის საარჩევნო კამპანიაზე უკრაინის გავლენის გამოძიებას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, „უკრაინა ჩუმად მუშაობდა მისი კონკურენტის ჰილარი კლინტონის გაძლიერების მიზნით“.

NDI კვლევის შედეგებს ხვალ წარადგენს

26 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას 2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პარლამენტში ხვალ რიგგარეშე სხდომა ჩატარდება

პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.  სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ.

აკაკი ზოიძე: ეს არის მართლაც წარუმატებელი პოლიტიკოსის განცხადება!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს წარუმატებელი პოლიტიკოსის განცხადებას უწოდებს.

სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სანერგე მეურნეობები დაათვალიერეს.

„არმიჰოლში“ პირველი “ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

თბილისი ტურისტებისთვის 10 ყველაზე იაფ ქალაქს შორის მოხვდა

საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Mercer-ის ტოპათეულის ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

შსს საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ინიციატივის - სამოქალაქო პატრულირების განხორციელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ბეგაძე: ლევან ბერძენიშვილისგან გასაკვირი არაფერია

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს უთავმოყვარეოს უწოდებს.

JVP-ს წარმომადგენლები მზად არიან, საქართველოს გამოცდილება გაუზიარონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელში, საერთაშორისო ფონდ Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა, სადაც JVP-ს წარმომადგენლებმა საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.

იტალიაში საქართველოს საელჩოში ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა

იტალიაში საქართველოს საელჩოში ქართველების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. ამის შესახებ "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა.