კატეგორიები

სამხედრო ექსპერტი გამორიცხავს გერმანიის ჯარების თურქეთიდან საქართველოში გადმოყვანას

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო ბაზიდან გერმანიის ჯარების საქართველოში გადმოყვანას გამორიცხავს. ამის შესახებ მაისაიამ "პირველთან" საუბარში განაცხადა.

ექსპერტის განმარტებით, საქართველო ერაყისა და სირიის მიმართულებით "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრია, თუმცა ის ტერიტორიულად დაშორებულია სირიას, რის გამოც სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით ქვეყნიდან საჰაერო ოპერაციების განხორციელება რთულია.


"ინჯირლიკის ბაზა ერთგვარად ბლოკადაშია, მიუხედავ იმისა, რომ თითქოს ყველაფერი მოგვარდა. ახლა კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია, რადგან ამერიკელები ქურთების კომუნისტური პარტიის სამხედრო კოლონებსა და ქურთისტანის დემოკრატიულ ძალებს იარაღს აწვდიან, დაკაზე შეტევა რომ განახორციელონ. ამან თურქეთის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც თურქეთ-გერმანიის ურთიერთობების უკიდურესი გაუარესება დაემატა. გერმანია, როგორც ჩანს, თურქეთიდან აპირებს ჯარების გამოყვანას, რადგან ის მონაწილეობს გაერთიანებულ კოალიციაში, რომელიც ერაყისა და სირიის მიმართულებით "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო საბრძოლო ოპერაციას ახორციელებს. საქართველო შორია სირიიდან. აქ საუბარია ტაქტიკურ ბომბდამშენებზე, რომელთა რადიუსი, სავარაუდოდ, 600-700 კილომეტრია. საქართველოს ტერიტორიის მიხედვით, მანძილი კიდევ უფრო გაიზრდება, იორდანია კი იქვე მდებარეობს. ამიტომ გეოგრაფიული და სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისიდან გამნომდინარე, გერმანიის ჯარის საქართველოში განთავსებას გამოვრიცხავ", - განაცხადა მაისაიამ.


დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზიდან საკუთარი სამხედროების გაყვანას გეგმავს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ისინი ინჯირლიკის ალტერნატიულ სამხედრო ბაზას თურქეთის მეზობლად ეძებენ. ანგელა მერკელმა სავარაუდო ქვეყანად იორდანია დაასახელა. მანამდე კი თურქეთის ხელისუფლებამ გერმანელი დეპუტატები ინჯირლკიკის ბაზის მოსანახულებლად არ შეუშვეს.



ახალციხეში ცოლის დაჭრისთვის ქმარი დააკავეს

ახალციხეში ქალი დაჭრეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე მისი ქმარი დააკავეს. დაზზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

სოფო კილაძე: საქართველომ სტრასბურგში ძლიერი კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საპარლამენტო კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.

მინისტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების პირობები გაუმჯობესდება

საქართველოს განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა განუცხადა.

დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას პროვოკაციად აფასებს

არაღიარებული ცხინვალი საოკუპაციო ხაზთან ქართველი აქტივისტების მიერ სამოქალაქო პატრულირების დაწყებას პროვოკაციას უწოდებს და ამის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს.

ვიცე-პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს ახალ კანდიდატს დადებითად აფასებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მოხარულია, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები დააკმაყოფილა.

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. ამ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის მიზანია, მსოფლიოს გააცნოს ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ბათუმში გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას. კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, 26 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

ქართველი ვიდეობლოგერის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე საქმე აღიძრა

ქართველი ვიდეობლოგერის მიერ კონკურენტი ბლოგერის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღძრა. ამის შესახებ "პირველს" უწყებიდან აცნობეს.

ლევან კობერიძე: ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკური კრახის ფონზე ძიების რეჟიმშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს დაბოღმილი ადამიანის პოზიციას უწოდებს.

საქართველოს რკინიგზაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

15 ივლისიდან საქართველოს რკინიგზაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც მსგავსი სისტემა დანერგა.

პრეზიდენტმა მშენებლობაზე დაღუპული კაცის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მუშის ოჯახს მიუსამძიმრა.

სამხრეთ აფრიკელმა ბავშვმა შიდსის ვირუსი დაამარცხა

სამხრეთ აფრიკელი 9 წლის ბავშვი, რომელიც შიდსის ვირუსს დაბადებიდან ატარებდა, განიკურნა. ამის შესახებ პაციენტის ექიმმა განაცხადა.

ტრამპი მის საარჩევნო კამპანიაზე უკრაინის გავლენის გამოძიებას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, „უკრაინა ჩუმად მუშაობდა მისი კონკურენტის ჰილარი კლინტონის გაძლიერების მიზნით“.

NDI კვლევის შედეგებს ხვალ წარადგენს

26 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას 2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პარლამენტში ხვალ რიგგარეშე სხდომა ჩატარდება

პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.  სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ.

აკაკი ზოიძე: ეს არის მართლაც წარუმატებელი პოლიტიკოსის განცხადება!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს წარუმატებელი პოლიტიკოსის განცხადებას უწოდებს.

სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სანერგე მეურნეობები დაათვალიერეს.

„არმიჰოლში“ პირველი “ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

თბილისი ტურისტებისთვის 10 ყველაზე იაფ ქალაქს შორის მოხვდა

საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Mercer-ის ტოპათეულის ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

შსს საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ინიციატივის - სამოქალაქო პატრულირების განხორციელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.