კატეგორიები

დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

2017 წელს, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. პროექტის  ღირებულება  47 179 224  ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.


ამ დროისათვის გვირაბის საპროექტოსამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“.  კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამოდენიმე  ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.


დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. 


შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს  სტაბილური და უსაფრთხო გზა.



დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა კარდიფში შეხვედრები გამართა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ქ. კარდიფში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უელსის მინისტრთან, კარვინ ჯონსთან, უელსის ხელისუფლებისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან.

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება.

29-30 ივნისს თბილისში სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება

29-30 ივნისს თბილისში, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ მოწვევით, უკვე ტრადიციად ქცეული სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი ჩატარდება.

პარლამენტში კამპანია “#განიკურნეს“ ფარგლებში C-ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

“#განიკურნე“ - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში, დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს.

საქართველოში ბენზინი და დიზელი გაიაფდება

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტის ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის გაიაფება პირდაპირ აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე, რაზეც მეტყველებს საწვავის 6 თეთრით გაიაფება.

დეპუტატი საარჩევნო სისტემის ოპოზიციისეულ აღქმას არ ეთანხმება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ხედვა მომავალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული სახის კითხვის ნიშნებს უჩენს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი ესტუმრა. ჩეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, კონსტიტუცია ევროპული სამართლის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაზე ლეგიტიმაცია მთავარია ხალხთან იყოს მიღწეული და ქვეყნის მთავარი კანონი ევროპული სამართლის პრინციპებს აკმაყოფილებდეს.

საქართველოს საზღვართან დღეს დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვარზე დღეს დაკავებული ჟურნალისტი, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი, დღესვე გაათავისუფლეს ყაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან.

ევროპული სტანდარტების თემაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს

ევროპული სტანდარტების თემაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც ქართველი პროკურორები საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გაეცნენ.

მინისტრის თქმით, უშიშროების საბჭო ქმედითი არ არის

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უშიშროების საბჭო იყო უფრო ქმედითი და ლეგიტიმური, როდესაც პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.

მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებში გარკვეულ საკითხებზე კონსესუსი შეუძლებელია

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არის გარკვეული საკითხები, რომელზეც კონსესუსი შეუძლებელია. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქუთაისელები კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის გასხვისებას აპროტესტებენ

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები ქუთაისელები საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერი კაფე-ბარ "ფლამინგოს" მფლობელებზე გასხვისდა.

ბრალდებული დეკანოზი და მისი ადვოკატი პატრიარქთან შეხვედრისა და სხვა საკითხებს განიხილავენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი და მისი ადვოკატი ბოლოდორინდელ მოვლენებს, კერძოდ, უწმინდესთან შეხვედრის ფრაგმენტებსა და ხვალინდელ სასამართლო პროცესისთვის მზადების საკითხებს განიხილავენ.

ბაქოში ტელეკომპანიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ბაქოში კაბელური ტელეკომპანიის "Aile TV" ოფისს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, წყალწითელას ხიდზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. დაშავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში აცნობეს.

მოსკოვში ალკოჰოლური მოწამვლით 3 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა მოსკოვში დაუდგენელი სპირტის შემცველი სითხის მიღების შედეგად. კიდევ 6 ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს გააცნეს "სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის #262 დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველ აგვისტოს შედის ძალაში.

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

პრემიერმა მე–6000000 ტურისტის რეკლამის ავტორებს კანის ფესტივალზე წარმატება მიულოცა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მეექვსემემილიონე ტურისტის საქართვეოში ჩამოსვლის ამსახველი ვიდეორგოლის წარატება ავტორებს მიულოცა.