კატეგორიები

აქსისელები სარგებლობენ გადახდის ინოვაციური პირობით - 20/80

ბინის შეძენა ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა, ირჩევთ ადგილს, აკვირდებით გარემოს, ითვალისწინებთ მოცემულ პირობებს.

გაქვთ ყოველთვიური შემოსავალი და ოცნებობთ კეთილმოწყობილ და მყუდროსახლზე, უკვე წარმოიდგენთ როგორი იქნება თქვენი მისაღები ოთახი, რა ფერის კედლები გექნებათ და როგორ გააფორმებთ ინტერიერს, რომელ საყვარელ ნივთებს გადაიტანთ და რომელს დაუტოვებთ ძველ სახლს სამახსოვროდ.


უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდამ დეველოპერების წინაშე ახალი რეალობა შექმნა. მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვაგვარი პროდუქტის შემუშავება და მომხმარებლისთვის შეთავაზება დაიწყეს. მომხმარებელთან მისვლისთვის აუცილებელი პირობა ხარისხთან ერთად მრავალფეროვანი გადახდის სისტემის შეთავაზებაა.


20/80 გადახდის პირობა -  ინოვაციური ვარიანტია, რომელიც კომპანია აქსისის ექსკლუზიური პროდუქტია. ბინის შეძენის მსურველი პირველად შენატანს 20 პროცენტს იხდის, ხოლო დარჩენილ - 80 პროცენტს უკვე ბინის დასრულების შემდეგ, რემონტის დაწყებამდე.


ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარი უძრავი ქონების შეძენას 20/80 გადახდის პირობა იდეალურ გამოსავლად იქცევა. განსხვავებით სტანდარტული შიდა განვადებისგან, როცა ყოველთვიური გადასახადი მაღალია, მომხმარებელი იხდის ბინის საფასურის მხოლოდ 20 პროცენტს და დარჩენილ თანხას ბინაში სარემონტო სამუშაოების დაწყებისას ფარავს.


თუ გაქვთ გარკვეული დანაზოგი და გსურთ აქტივის გაზრდა, უძრავი ქონება იდეალური ვარიანტია. უძრავი ქონების ფასი ყოველთვის მზარდია, ის თანხა, რომელიც მშენებარე ბინაში გადაიხადეთ დასრულებული ბინის პირობებში ბევრად იმატებს.  


20/80 შემოთავაზება შეგიძლიათ გამოიყენოთ პირობების გაუმჯობესების მიზნით. თუ საცხოვრებელი ფართის გაზრდა ან უბნის შეცვლა გსურთ, თუ ოჯახის წევრების ზრდასთან ერთად კომფორტზე მოთხოვნაც გაიზარდა, მაშინ აღნიშნული პროდუქტის გამოყენება საჭირო და დროული გადაწყვეტილებაა. საწყისი თანხის შეტანის შემდეგ გაქვთ დრო მშვიდად იპოვოთ თქვენი ამჟამინდელი ბინის მყიდველი და სწორად დაგეგმოთ ახალ სახლში გადასვლა.


თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბინის შეძენა დაუგეგმავი გადაწყვეტილებაა და აუცილებლობით არის განპირობებული, დანაზოგის არარსებობის პირობებშიც. სამომხმარებლო სესხის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ პირველადი გადასახადი, ხოლო ბინის მშენებლობის დასრულებისთანავე უკვე იპოთეკით დატვირთოთ არსებული ქონება და თვიურად იხადოთ თანხა, რომელიც არ აღემატება ბინის ქირას. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უკვე საკუთარი უძრავი ქონება და თანხას იხდით კეთილმოწყობილ მომავალში.


მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორიც, ბიზნესმოდელი, რომლითაც დღეს დეველოპერული კომპანიები მუშაობენ შეიცვალა. თუ ადრე მომხმარებელი სრულად აფინანსებდა ბინის მშენებლობას და შემდეგ იღებდა მას დასრულებული სახით, ახლა კომპანია თავის თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას და მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავად დაგეგმოს და განკარგოს ფინანსები, რომელიც მომავალი საკუთრების შეძენისთვის აქვს გათვალისწინებული.


იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ ან ვეღარ ახერხებთ სრული თანხის დაფარვას ბინის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ უთვნილი 20%-იანი წილი უფრო მაღალ ფასად, ვიდრე შეიძინეთ და ამ შემთხვევაშიც დარჩეთ მოგებული.


ბინის შეძენა ყოველთვის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, იცოდეთ რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ და როგორ განკარგოთ თქვენი პირადი აქტივი. გახსოვდეთ უძრავი ქონება ყოველთვის გონივრული კაპიტალდაბანდებაა.


წყარო : axis.ge



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.

ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული

ექსპერტი ვატო შაქარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთაა ასახული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის გაცვლითი კურსი არ შეცვლილა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არ შეცვლილა.

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.

თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს. 

ბანგის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს სამშვიდობოებმა საჩუქრები გადასცეს

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

ფოთში დევნილთა დასახლებაში საბავშვო  ბაღი აშენდება

განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

ვაკის რაიონის  ნაწილს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N 37-თან, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს აწარმოებს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაური მანქანაში ააფეთქეს

კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაურის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სპეცრაზმის მეთაური ადგილზე დაიღუპა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 26 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი +1.20%-ით გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 46.38 დოლარი შეადგინა.