კატეგორიები

საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს

ოჯახი სიყვარულს რომ უნდა ეფუძნებოდეს, რომელსაც არც დრო აქვს და არც ასაკი, ამისი ნათელი მაგალითი ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები თურმანიძეების ოჯახია.

95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 76 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი.   ოჯახი  აჭარის ა რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მინისტრმა რეკორდსმენ წყვილს თანაცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და სიმბოლურად, საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი" გადასცა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ოჯახი ყვავილებით, ტკბილეულობითა და საოჯახო ტექნიკით დაასაჩუქრა.

თურმანიძეების ოჯახის ფართომასშტაბით გაცნობის მიზნით, გამგეობის ორგანიზებით  ფოტოსესია სოფელ გარეტყეში გაიმართა. ფოტოხელოვანის - მარია ზოიძის ნამუშევარს გამგეობა მალე ალბომად გამოსცემს. ასევე ფოტომასალა განთავსდება სხვადასხვა ჟურნალში და სოციალურ ქსელში. მასალის დოკუმენტურად აკინძვას შეეცადა სტუმარი საფრანგეთიდანაც.

აღსანიშნავია, რომ თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან, განსაკუთრებით სასიმღერო ტრადიციის, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. მათ შთამომავლობას მიეკუთვნება ცნობილი კომპოზიტორი და ლოტბარი რევაზ თურმანიძე და აჭარაში პირველი ფოლკლორული ანსამბლის წევრი გურამ თურმანიძე. თურმანიძეების ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისათვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა. ისინი ყოველწლიურად მასპინძლობენ როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ ფოლკლორულ ჯგუფებს.



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.

ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული

ექსპერტი ვატო შაქარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთაა ასახული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის გაცვლითი კურსი არ შეცვლილა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არ შეცვლილა.

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.

თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს. 

ბანგის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს სამშვიდობოებმა საჩუქრები გადასცეს

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

ფოთში დევნილთა დასახლებაში საბავშვო  ბაღი აშენდება

განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

ვაკის რაიონის  ნაწილს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N 37-თან, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს აწარმოებს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაური მანქანაში ააფეთქეს

კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაურის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სპეცრაზმის მეთაური ადგილზე დაიღუპა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 26 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი +1.20%-ით გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 46.38 დოლარი შეადგინა.