კატეგორიები

ავთანდილ საყვარელიძე ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ხელმეორედ მითვისებას ცდილობს

ავთანდილ საყვარელიძე, რომელმაც ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა 2005 წელს, მაშინდელი ხელისუფლებისგან პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო, ცდილობს ქარხანა თავდაპირველ მფლობელ ბადრი წილოსანს მეორედ წაართვას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შპს "თ.ჯ. თრეიდი" ფ/პ ბადრი წილოსანის წინააღმდეგ" საქმეზე ავთანდილ საყვარელიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქონების გადაფორმების ხელშეკრულება ბათილად სცნო.


საუბარია ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წილის 25%-ზე, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი წილოსანი ჯერ კიდევ 2004 წლამდე ფლობდა.


ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ადვოკატის ინფორმაციით, 2004 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ბადრი წილოსანი დააპატიმრა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იძულების წესით გააფორმებინა ხელშეკრულება,რომლის მეშვეობითაც ბიზნესწილები უსასყიდლოდ სახელმწიფო ბალანსზე აღმოჩნდა.


მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალების მიხედვით, სწორედ აქ ჩნდება ავთანდილ საყვარელიძე, რომელმაც 2005 წელს, უპრობლემოდ, ყოველგვარი აუქციონისა და ჯანსაღი კონკურენციის გვერდის ავლით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო ქარხნის საკონტროლო პაკეტი.


მასალების მიხედვით, ავთანდილ საყვარელიძეს რომ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მისივე საუბრისას დაადასტურა.


"ავთანდილ საყვარელიძე მისი დაკითხვისას აცხადებს, რომ მას ადეიშვილთან, სააკაშვილთან და ყველასთან, ვინც იმ დროს ხელისუფლებაში იყო, აკავშირებდა ახლო ნაცნობობა, იცოდა მათი ტელეფონის ნომრები",- აღნიშნულია საქმის მასალებში.


ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ადვოკატის ინფორმაციით, 2008 წელს, ბადრი წილოსანმა მიიღო გადაწყვეტილება, იძულებით ჩამორთმეული, შემდგომ კი გაკოტრებული ქარხანა, არსებული ვალებით ავთანდილ საყვარელიძისგან შეეძინა.


მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, გადაფორმება ნოტარიუსში მოხდა, საყვარელიძემ კი თანხა, გადაფორმების დღესვე მიიღო, რადგან ხელშეკრულებაში ჩადებული იყო შემდეგი შინაარსის მუხლი: თუ ბადრი წილოსანი იმ დღესვე არ გადაიხდიდა თანხას, მას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევდა, ხუთი დღის დაგვიანების შემთხვევაში კი ხელშეკრულება შეწყდებოდა და ზიანის ანაზღაურების გადახდა მოუწევდა შპს "თ.ჯ. თრეიდისთვის".


მოსარჩელე ავთო საყვარელიძე ამბობს, რომ მისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევაში ჩართული იყო "საქართველოს რკინიგზა" საქართველოში არსებული ორი უმსხვილესი ბანკი, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, ნოტარიუსი, რაც მოპასუხე მხარისთვის გაუგებარია.


"თუ მყიდველის მიმართ განხორციელდა იძულება და როგორც თავად მყიდველი აცხადებს ამ "იძულებაში" ჩართული ყოფილა სს "საქართველოს რკინიგზა", საქართველოში არსებული ორი უმსხვილესი ბანკი, ფინანსური პოლიცია, საქართველოს პროკურატურა, ნოტარიუსი, აღნიშნულ საკითხზე შეკრებილი ყოფილა საქართველოს მთავრობა, მაშინ გაუგებარია რატომ მოხდა საერთოდ ნასყიდობის თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში მოხდებოდა ისე, როგორც მოხდა ბატონი ბადრი წილოსანის შემთხვევაში 2004 წელს, რომელმაც უბრალოდ ციხეში სახელმწიფოს აჩუქა (ყოველგავრი კომპენსაციის გარეშე) მის საკუთრებაში არსებული აქციები. ნასყიდობის ღირებულებად მითითებულია 1,100,000 აშშ დოლარი. თანხის გადახდის ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში არსებული საგადახდო დავალებით”,- აცხადებს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ადვოკატი.


მისივე განმარტებით, გადახდილი ნასყიდობის თანხა სრულად შეესაბამებოდა იმ დროისათვის ქარხნის აქციების საბაზრო ღირებულებას, რაც დასტურდება სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით.


მოსარჩელე "თ.ჯ. თრეიდი", რომლის მფლობელიც ავთო საყვარელიძეა, ირწმუნება, რომ "საქართველოს რკინიგზა" მას ფინანსურ კოლაფსში ამყოფებდა, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები განსხვავებულ რეალობაზე მიუთითებენ.


"საქართველოს რკინიგზამ" ქარხნის მენეჯმენტში თ.ჯ. თრეიდის ყოფნის პერიოდში ამავე ქარხანას დაუკვეთა 62 433 991 ლარის მომსახურება და უფრო მეტიც, რკინიგზა არამხოლოდ უკვეთავდა სხვადასხვა მომსახურებას ქარხანას, არამედ ავანსის სახით, წინასწარი გადახდის ფორმით, ისე რომ ჯერ არც კი ჰქონდა არც ერთი ვაგონი გარემონტებული, ქარხანას ისე ურიცხავდა ათეული მილიონობით ლარის ავანსებს. საინტერესოა, თუ რკინიგზის მიზანს წამროადგენდა ქარხნისათვის ხელოვნური ფინანსური სირთულეების შექმნა, რაღატომ აძლევდა ახალ დაკვეთებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ურიცხავდა მას წინსწრებით მილიონობით ლარს",- ამბობს ადვოკატი.


შპს "თ.ჯ. თრეიდს" დღეის მდგომარეობით თავად გააჩნია სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ვალი 28 000 000 ლარის ოდენობით, რაც კომპანიის მიერ არის აღიარებული.


საქმეზე დაკითხული ნოტარიუსი ამბობს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში და იგი არ იყო მოულოდნელად, სწრაფად გაფორმებული. ასევე, ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში და არავითარ იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.



რუსთავი-თბილისის გზიდან ავტომობილი ხევში გადავარდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

დეპუტატის შვილის საქმეზე პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მერიამ განათლების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების საბოლოო ანგარიში წარმოადგინა

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

საქართველო და წმიდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და წმიდა საყდრის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

"თ.ჯ. თრეიდის" სარჩელი ეხება გაკოტრებაში მყოფ კომპანიას და არა ვაგონმშენებელთა ჰოლდინგს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "თ.ჯ. თრეიდის" სასარგებლოდ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქონების 25% აქციების გადაფორმების ხელშეკრულება გაბათილდა, ქარხნისა და მისი დამფუძნებლის დღის წესრიგში არაფერს ცვლის.

დუბლინის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.

რუსთავი-თბილისის გზაზე ბოლო 5 თვეში 11 ავარია მოხდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 19 ადამიანი

თბილისი-წითელი ხიდის გზაზე მომხდარი 11 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2017 წლის იანვარ-მაისში 4 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა.

თურქეთში წამებით მოკლული ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია

თურქეთში, წამებით მოკლული 34 წლის ქართველი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითის მკვიდრია.

"რაკიას" წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო პროცესს აფასებს

"რაკია ჯორჯიას" წარმომადგენლის ბეკა ხრიკაძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს.

დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები კახეთს ეწვევიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 25 მაისს "დიპლომატიური ტური" გაიმართება. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყვარელს ეწვევიან.

25-28 მაისს “ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს  

25-28 მაისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი თბილისის წიგნის მე-19  საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4076 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4144 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.68 თეთრი შეადგინა.

ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

დანიის გვარდიის სკოლის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.  

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შშმ პირთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, “მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელები და ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურში მცხოვრებ შშმ პირთა პირთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

მართლმსაჯულების სისტემისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

თსუ-ში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო “მოდი აქ“ გაიმართება

24 მაისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო "მოდი აქ" გაიმართება.

მანჩესტერის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

მანჩესტერის ცენტრში სპეცოპერაციის გამო, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელეს. ამის შესახებ გაზეთი Manchester Evening News იუწყება.

ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.

ხოშარაულის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.