კატეგორიები

აჭარაში ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები და ფულადი კომპენსაცია გადაეცემათ

აჭარის მთავრობა თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარით, ხოლო 2 ოჯახს ბინით დააკმაყოფილებს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო  შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრები 32 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილა. აღნიშნული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  800 000 ლარი გამოიყოფა. კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

გარდა აღნიშნულისა, თხილვანაში მცხოვრები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 25 000 ლარით უზრუნველყოფის საკითხი სამთავრობო კომისიამ მაისის დასაწყისში განიხილა, ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ჯამში, სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარი გამოეყოფა. 2 ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ხულოს სოციალურ სახლში განიხილება.

სოფელ თხილვანაში მეწყერული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა.

კომისიამ სხდომაზე, ასევე, გახნიილა ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებას დაქვემდებარებული 3 ოჯახის და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული 3 ოჯახის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი.  ასევე, მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობის განხილვა, სტიქიის შედეგად დაზარალებული 2 და ხანძრის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახის ფინანსური დახმარების  თაობაზე.

სტატისტიკა:

► 2017 წელს უსაფრთხო საცხოვრებლის შესაძენად თანადაფინანსება გაიცა 25 ოჯახზე. 9 ოჯახს უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაეცა ბინა.

► 2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით  დაზარალებულ 27 ოჯახზე გაიცა - 279 022 ლარი.

► 2016 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 117 ეკომიგრანტი ოჯახი. 61 ოჯახზე გაიცა ფინანსური დახმარება 698 050 ლარის ოდენობით.



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.

ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული

ექსპერტი ვატო შაქარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთაა ასახული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის გაცვლითი კურსი არ შეცვლილა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არ შეცვლილა.

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.

თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს. 

ბანგის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს სამშვიდობოებმა საჩუქრები გადასცეს

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

ფოთში დევნილთა დასახლებაში საბავშვო  ბაღი აშენდება

განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

ვაკის რაიონის  ნაწილს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N 37-თან, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს აწარმოებს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაური მანქანაში ააფეთქეს

კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაურის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სპეცრაზმის მეთაური ადგილზე დაიღუპა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 26 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი +1.20%-ით გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 46.38 დოლარი შეადგინა.