კატეგორიები

დედა სიდონია მიიჩნევს, რომ დეკანოზის საქმე შეფუთულია

დედა სიდონიას აზრით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე შეფუთულია. თუმცა, დედაომ არ იცის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. 

ამის შესახებ დედაომ საქალაქო სასამართლოში მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.


დედაო აღნიშნავს, რომ საქმეში რაც უსიამონო დეტალები იყო, უკვე გასაჯაროვდა და ახლა პროცესიები უნდა იყოს ღია, რადგან საზოგადოებამ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს.


"ეს ყველაფერი შეფუთულია, თუმცა არ ვიცი ვისგან. შესაძლოა, პროკურატურას ასეთი მასალა აქვს მიწვდილი. ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი საპატრიარქოს დააზიანებს, თუმცა ამან საპატრიარქოს იმიჯზე უკვე იმოქმედა და ამაზე უარესი არაფერი მოხდება. მე მოსული ვარ, რომ დეკანოზსს ქრისტიანული მხარდაჭერა გავუწიო", - აღნიშნა ჟურნალისტებთან დედა სიდონიამ.


როგორც ცნობილია, ბრალდება მოსამართლესთან პროცესების დახურვის შუამგდომლობას დააყენებს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. თავად ბრალდებული დეკანიოზი მომხრეა, რომ მისი საქმის დეტალები საზოგადოებისათვის ცნობილი იყოს.


"ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.


პროცესს სასულიერო პირები და მონაზვნები ესწრებიან.


პერსონალური მონაცემების დაცვა, საქმეში არსებული მასალების სასულიერო პირის ზნეობრივ სტანდარტებთან შეუთავსებლობა და სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები. ამ მიზეზით 5 მაისს წინასასამართლო სხდომის სრულად დახურვის შესახებ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ "ციანიდის საქმეზე".


მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.


დეკანოზის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში, საოპერაციოდ ამზადებდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დეკანოზს გერმანიაში გამგზავრება სურდა, გამგზავრებამდე ირაკლი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი "სარგებელს" სთავაზობდა. პროკურატურამ ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადასტურა.


გარდა ამისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.


მოგვიანებით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმა.


"გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- აღნიშნულია ბრალდებაში.


ბრალდებულს ამ დრომდე გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული პროკურატურასთან, რის გამოც დეკანოზის პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობია.
 



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.

ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული

ექსპერტი ვატო შაქარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთაა ასახული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის გაცვლითი კურსი არ შეცვლილა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არ შეცვლილა.

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.

თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს. 

ბანგის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს სამშვიდობოებმა საჩუქრები გადასცეს

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

ფოთში დევნილთა დასახლებაში საბავშვო  ბაღი აშენდება

განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

ვაკის რაიონის  ნაწილს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N 37-თან, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს აწარმოებს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაური მანქანაში ააფეთქეს

კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაურის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სპეცრაზმის მეთაური ადგილზე დაიღუპა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 26 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი +1.20%-ით გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 46.38 დოლარი შეადგინა.