კატეგორიები

დეკანოზის თქმით, მას დაკავებისას უთხრეს, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად

"ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, მას დაკავებისას უთხრეს, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად. ამის შესახებ დეკანოზმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

დეკანოზმა სასამართლო პროცესის დაწყებისას აღნიშა, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა.


მამალაძის თქმითვე, მისი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში.


"დაკავების დროს ჩემი უფლება დაირღვა. ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში, როგორც ამბობენ - მანქანაში რომ ჩავჯექი, რამდენიმე წუთში მოხდა, აუხსნელად შემბოჭეს, განმიცხადეს, რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. პროკურატურაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრეს, რომ დამაკავეს. ჩხრეკა ორიკურატურაში მოხდა", - აღნიშნა დეკანოზმა.


"ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.



პროცესს სასულიერო პირები და მონაზვნები ესწრებიან.



პერსონალური მონაცემების დაცვა, საქმეში არსებული მასალების სასულიერო პირის ზნეობრივ სტანდარტებთან შეუთავსებლობა და სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები. ამ მიზეზით 5 მაისს წინასასამართლო სხდომის სრულად დახურვის შესახებ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ "ციანიდის საქმეზე".



მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.


დეკანოზის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში, საოპერაციოდ ამზადებდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დეკანოზს გერმანიაში გამგზავრება სურდა, გამგზავრებამდე ირაკლი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი "სარგებელს" სთავაზობდა. პროკურატურამ ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადასტურა.


გარდა ამისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.


მოგვიანებით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმა.


"გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- აღნიშნულია ბრალდებაში.


ბრალდებულს ამ დრომდე გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული პროკურატურასთან, რის გამოც დეკანოზის პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობია.



ქუთაისს წყლის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისის მოსახლეობას ერთი დღით სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.

პარლამენტის სპიკერი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას მნიშვნელოვანად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნება. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო სისხლის დეფიციტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში სისხლის დეფიციტი არ არის და არც ერთი ბავშვი სისხლის უქონლობას არ განიცდის. ამის შესახებ "პირველს" ამავე საავადმყოფოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

გენერალური აუდიტორის პოზიციაზე ნარმანიას კანდიდატურის განხილვა არ დასტურდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვის ფაქტს.

“პატარა ხელებით“ – თბილისის საბავშვო ბაღები საქველმოქმედო ფესტივალისთვის ემზადებიან

თბილისის საბავშვო ბაღები ქველმოქმედებისთვის ემზადებიან. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაიწყო უპრეცედენტო პროექტი სახელწოდებით “პატარა ხელებით“.

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მნიშნვნელოვანი მტკიცებულებები დაემატა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებელი სხდომა დღეს დასრულდა, რომელზეც მოსარჩელის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.

29 მაისს, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 29 მაისს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება თბილისის რამდენიმე ქუჩას.

სვანეთის მაღალმთიანი მოსახლეობისთვის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის ფორმატში მესტიის მოსახლეობა კონსტიტუციისკანონპროექტის ახალ რედაქციას გაეცნო.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

29 მაისს, 10:00 სთ-დან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, ი. შეყლაშვილის, როსტევანის, 13 ასურელი მამის, ხატაეთის, შერმადინის, ავთანდილის, მურადინ ფრიდონის, თინათინის და მიმდებარე ქუჩებისმოსახლეობას.

adjarabet.com - ქართველმა პოკერის მოთამაშემ €21,000 და WSOP-ის ბეჭედი მოიგო

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე ჩატარებული 6-MAX Deepstack ტურნირის გამარჯვებული, €21 000-სა და WSOP-ის ბეჭდის მფლობელი იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილი გახდა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე პოსტს ტოვებს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე პოსტს ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას თავად ცერცვაძე ავრცელებს.

თეირანმა რაკეტების მწარმოებელი მესამე ქარხანა ააშენა

ირნმა რაკეტების მწარმოებელი მესამე მიწისქვეშა ქარხანა ააშენა. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის მცველთა საჰაერო კოსმოსური ძალების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა.

საქართველოს რკინიგზა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალ შემადგენლობას ამატებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის დასაკმაყოფილებლად “საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს თბილისიდან და 28 მაისს ბათუმიდან ახალ შემადგენლობას (№851/852) ამატებს.

"საქართველოს ბანკმა" ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა

"საქართველოს ბანკმა" ქვეყნის ისტრორიაში პირველად ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, 25 მაისს, 17:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში, მე-3 მასივის III კვარტალში მდებარე კორპუსი №7, №8 და “გ“-ში მცხოვრებ მოსახლეობას.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

25 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა 2.4076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.96 თეთრი შეადგინა.

პარლამენტის სპიკერმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საგზაო სამუშაოები 10 მისამართზე  უკვე განხორციელდა, 5 მისამართზე კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

რუსთავში დღეს ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა

რუსთავში,"BUSINESS GEORGIA"-ს ორგანიზებით, "ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოსა" და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.