კატეგორიები

პროკუორი უარყოფს, რომ მისმა კოლეგამ დეკანოზის საქმეში ინტიმური დეტალების არსებობა ახსენა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე მის კოლეგა ვლადიმერ ბექულიანს არ უხსენებია, რომ დეკანოზის საქმის მასალებში მისი ინტიმური დეტალებია მოცემული.

ეს განცხადება სასამართლო პროცესზე ჯარჯი წიკლაურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი კოლეგის ნათქვამი ბრალდებულის ადვოკატმა გუორგი ფანცულაიამ შანტაჟად შეაფასა.


აღნიშნულის შესახებ პროცესზე შეფასება ბრალდებულმა მამალაძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა სასამართლოს კითხვით მიმართა, დღეს მისი პირადი ცხოვრება განიხილებოდა თუ მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდება. 


პროკუორმა სასამართოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები დაიხუროს და სწორედ აღნიშნულის მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ საქმეში არსებობს დეკანოზი მამაოების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, სადაც მესამე პირებიც ფიგურირებენ და პროცესზევე პროკორორმა დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებიც ახსენა.


აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიირებს.


მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.


დეკანოზის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში, საოპერაციოდ ამზადებდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დეკანოზს გერმანიაში გამგზავრება სურდა, გამგზავრებამდე ირაკლი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი "სარგებელს" სთავაზობდა. პროკურატურამ ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადასტურა.


გარდა ამისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.


მოგვიანებით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმა.


"გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- აღნიშნულია ბრალდებაში.


ბრალდებულს ამ დრომდე გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული პროკურატურასთან, რის გამოც დეკანოზის პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობია.


 



ნიუ-იორკის მეტროში ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროში ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გვირაბის კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. აქედან 17 ადამიანი მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.nytimes.com ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ბელარუსის ელჩის საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან საქართველოს ელჩმა იოსებ ოსორაულის საქმე განიხილა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი 26-27 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის კონგოში დატყვევებული მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმის განხილვა.

ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

საგარეო მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ვენაში შეხვედრა გამართა  აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კოვალეკთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

უნცია ოქროს ფასი გასულ კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 1246,1 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შოთა პაკელიანმა პროკურატურა დატოვა

თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანმა ადვოკატებთან ერთად დაკითხვის შემდეგ დატოვა. პროკურატურაში მას, პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგები გააცნეს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

სირიის ლიდერი რუსეთის გენშტაბის უფროსს „ჰმეიმის“ სამხედრო ბაზაზე შეხვდა

რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მისსავე ქვეყანაში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიღო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან  ერთად გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს.