კატეგორიები

საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აპრილში 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2017 წლის იანვარ-აპრილში 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17%ით მეტია.

აქედან ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარს (13%-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 636 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.


2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 849 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 195 მლნ. აშშ დოლარი იყო (33%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 654 მლნ. აშშ დოლარი (15&ამპ;ლტ;ბრ&ამპ;გტ;%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25% და იმპორტში 28% (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 27, 24 და 28%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30% (2016 წლის იანვარ-აპრილში 29%).


დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აპრილში 1027 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 35%-ით მეტი). აქედან ექსპორტი 295 მლნ. აშშ დოლარი (61%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 731 მლნ. აშშ დოლარი იყო (27%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37% და იმპორტში 32% (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 29, 30 და 28%). 2017 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29% (2016 წლის იანვარ-აპრილში 27%).


2017 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (452 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (341 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (273 მლნ. აშშ დოლარი).


2017 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 139 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 18% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 111 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 47 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6% შეადგინა.


უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 180 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8%  შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 158 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 145 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 %).


წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე)
რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.


2016 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2017 წლის 15 ივლისს.




რუსთავი-თბილისის გზიდან ავტომობილი ხევში გადავარდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

დეპუტატის შვილის საქმეზე პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მერიამ განათლების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების საბოლოო ანგარიში წარმოადგინა

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

საქართველო და წმიდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და წმიდა საყდრის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

"თ.ჯ. თრეიდის" სარჩელი ეხება გაკოტრებაში მყოფ კომპანიას და არა ვაგონმშენებელთა ჰოლდინგს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "თ.ჯ. თრეიდის" სასარგებლოდ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქონების 25% აქციების გადაფორმების ხელშეკრულება გაბათილდა, ქარხნისა და მისი დამფუძნებლის დღის წესრიგში არაფერს ცვლის.

დუბლინის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.

რუსთავი-თბილისის გზაზე ბოლო 5 თვეში 11 ავარია მოხდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 19 ადამიანი

თბილისი-წითელი ხიდის გზაზე მომხდარი 11 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2017 წლის იანვარ-მაისში 4 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა.

თურქეთში წამებით მოკლული ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია

თურქეთში, წამებით მოკლული 34 წლის ქართველი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითის მკვიდრია.

"რაკიას" წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო პროცესს აფასებს

"რაკია ჯორჯიას" წარმომადგენლის ბეკა ხრიკაძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს.

დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები კახეთს ეწვევიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 25 მაისს "დიპლომატიური ტური" გაიმართება. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყვარელს ეწვევიან.

25-28 მაისს “ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს  

25-28 მაისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი თბილისის წიგნის მე-19  საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4076 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4144 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.68 თეთრი შეადგინა.

ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

დანიის გვარდიის სკოლის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.  

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შშმ პირთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, “მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელები და ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურში მცხოვრებ შშმ პირთა პირთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

მართლმსაჯულების სისტემისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

თსუ-ში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო “მოდი აქ“ გაიმართება

24 მაისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო "მოდი აქ" გაიმართება.

მანჩესტერის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

მანჩესტერის ცენტრში სპეცოპერაციის გამო, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელეს. ამის შესახებ გაზეთი Manchester Evening News იუწყება.

ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.

ხოშარაულის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.