კატეგორიები

ბათუმში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო SKY TOWER-ი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანია “მეტროს“ დირექტორთან რაულ კახიძესთან ერთად ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა.

კიდევ ერთი ბიზნესკლასის სასტუმროს SKY TOWER-ის გახსნის ცერემონიას აჭარისმთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 21-სართულიან სასტუმროში 101 ევროპული სტანდარტებისშესაბამისი ნომერია განთავსებული, 94 სტანდარტული და 7 ლუქსი. მრავალფუნქციური სასტუმროუზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით.გარდა ამისა, სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამისკლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული.


სასტუმროს 21-ე სართულზე SKY Bar-ი ტერასით იფუნქციონირებს. სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშდოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობაზე კიდასაქმებული იყო 200 ადამიანი.


“მეტრო ატლას ჯორჯიამ" პროექტი Metrocity Batumi-ს განხორციელება 2015 წლის თებერვალში დაიწყო.პროექტი მიმდინარე წლის 1 ივლისს დასრულდა. პროექტი ორი კორპუსისგან შედგება, სადაც განთავსებულია464 ბინა, რომლის 65% უკვე გაყიდულია. პროექტის ფარგლებში აშენდა ასევე სასტუმრო EUPHORIA-ც, სადაც415 სასტუმრო აპარტამენტია. EUPHORIA-ში ასევე მოეწყო საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციოდარბაზი, რომელიც 1500 ადამიანზეა გათვლილი.


კომპანია "მეტრო ავრასია ჯორჯია" "ინტურისტ ბათუმი"-ს 50%-იან წილს ფლობს. "მეტრო ავრასია ჯორჯიას" შვილობილმა კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო ავტოსადგურის მშენებლობისთვის 14 მილიონი აშშდოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც კომპანიის ინფორმაციით, 250 ადგილობრივია დასაქმებული.ავტოსადგომი ემსახურება, ადგილობრივ და საერთაშორისო მარშრუტებს.



რუსთავი-თბილისის გზიდან ავტომობილი ხევში გადავარდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

დეპუტატის შვილის საქმეზე პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მერიამ განათლების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების საბოლოო ანგარიში წარმოადგინა

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

საქართველო და წმიდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და წმიდა საყდრის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

"თ.ჯ. თრეიდის" სარჩელი ეხება გაკოტრებაში მყოფ კომპანიას და არა ვაგონმშენებელთა ჰოლდინგს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "თ.ჯ. თრეიდის" სასარგებლოდ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქონების 25% აქციების გადაფორმების ხელშეკრულება გაბათილდა, ქარხნისა და მისი დამფუძნებლის დღის წესრიგში არაფერს ცვლის.

დუბლინის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.

რუსთავი-თბილისის გზაზე ბოლო 5 თვეში 11 ავარია მოხდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 19 ადამიანი

თბილისი-წითელი ხიდის გზაზე მომხდარი 11 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2017 წლის იანვარ-მაისში 4 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა.

თურქეთში წამებით მოკლული ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია

თურქეთში, წამებით მოკლული 34 წლის ქართველი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითის მკვიდრია.

"რაკიას" წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო პროცესს აფასებს

"რაკია ჯორჯიას" წარმომადგენლის ბეკა ხრიკაძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს.

დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები კახეთს ეწვევიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 25 მაისს "დიპლომატიური ტური" გაიმართება. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყვარელს ეწვევიან.

25-28 მაისს “ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს  

25-28 მაისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი თბილისის წიგნის მე-19  საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4076 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4144 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.68 თეთრი შეადგინა.

ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

დანიის გვარდიის სკოლის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.  

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შშმ პირთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, “მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელები და ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურში მცხოვრებ შშმ პირთა პირთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

მართლმსაჯულების სისტემისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

თსუ-ში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო “მოდი აქ“ გაიმართება

24 მაისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო "მოდი აქ" გაიმართება.

მანჩესტერის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

მანჩესტერის ცენტრში სპეცოპერაციის გამო, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელეს. ამის შესახებ გაზეთი Manchester Evening News იუწყება.

ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.

ხოშარაულის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.