კატეგორიები

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა

19 მაისს ქ. ნიქოზიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლზე. ამასთანავე, მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, კულტურული ძეგლების განადგურებისა და მიგრაციის საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება.  როგორც მინისტრმა აღნიშნა დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია,რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო განზომილებაში გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე.

"მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა - საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტებია. მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველომ თანმიმდევრული და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ მიჰყავს. 

საქართველოს ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მტკიცედ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო მონიტორინგისეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განზომილებაში. ეს დამსახურებელი პროგრესიიქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის და ასევე სტიმული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა შემდგომი დაცვისმიმართულებით"- აღნიშნა მინისტრმა.

მიხელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე  მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთადერთისუვერენული სახელმწიფო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ამჟამად ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთისფედერაციის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპისსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გენერალური მდივნის ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

მინისტერიალზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოსვლებში, სხვასაკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკას. ჩეხეთისსაგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, რომელთაშორისაა საზოგადოების ყველაზე სუსტი ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სამართლის უზენაესობისგაძლიერება, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა პორტუგალიის, ლატვიისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს.შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანისაკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.



152-მდე გაიზარდა პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა. დაშავებულია 110 ადამიანი.

ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია 140-დან 71 მანდატის მფლობელი იქნება. მეორე ადგილზე ოპოზიციური "დემოკრატიული პარტია" გავიდა.

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში დააკავა.

კანადის ქართველი მოქალაქე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის "ქართველი" შერიფი მერაბ ტაბიძე, თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახური ავრცელებს.

9 ადამიანი ემსხვერპლა კოლუმბიაში გემის ჩაძირვას

9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას კოლუმბიაში. გემი, რომელსაც პოპულარულ კურორტზე მდებარე ტბა პენიოლიზე ტურისტები გადაჰყავდა, ჩაძირვა დაიწყო.

ინდოეთში საბაგირო ვაგონის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

7 ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად ინდოეთში.

"ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა დღეს განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 26 ივნისს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მამალაძის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქ. N 8-თან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყალსადენის 900 მმ-იანი  მაგისტრალური  ქსელი დაზიანდა.

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში განუცხადეს.

"ზუკას თასი 2017"-ის გამარჯვებული გამოვლინდა

"ზუკას თასი 2017"-ის გამარჯვებული "96-იანების ნაკრები" გახდა, მეორე ადგილი "დინამო თბილისმა" მოიპოვა.

პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ ციანიდი საქმეის პირველ მოწმზე, ჟურნალისტზე ირაკლი მამალაძეზე განხორციელური შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "პირველს" პროკურატურაში განუცხადეს.

პარლამენტის სპიკერის აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუციასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ღია ეთერში საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ ისურვა, რადგან მას სათქმელი არაფერი აქვს.

ბათუმში პირველი ავია შოუ გაიმართა

პირველად ბათუმში დღეს ზღვის პირას, ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, სანახაობრივი ავია შოუ გაიმართა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციაზე სასაუბროდ რესურსი აღარ დარჩა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი განმარტა.

ჟურნალისტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ე.წ. ციანიდის საქმის პირველმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ "პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ მთავარ პროკურატურაში, "რუსთავი 2-ში" გასული სიუჟეტის გამო, საჩივარი შეიტანა, რადგან ეს მიმართული იყო მისი რეპუტაციის შელახვისკენ.

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაპირება იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე “იმედის კვირა“-ში სტუმრობისას საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, მათი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა აბსოლუტური ფორმით და სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა რეგულაცია.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანებში მსხდომი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი ქსელი ჩალაგდა.

ბერლინმა დიდი ოცეულის სამიტზე ერდოღანის დაცვის წევრების შესვლა აკრძალა

ბერლინის ხელისუფლება დიდი ოცეულის სამიტზე ერდოღანის დაცვის 12 წევრს შესვლის უფლების მიცემას არ აპირებს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ერდორანის დაცვის წევრებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები ცემეს.