კატეგორიები

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს, რადგან დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს მითითებებს არ დაემორჩილა. 

ამის შესახებ ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება. სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.

"ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა დახურა, რის გამოც დეკანოზი გიორგი მამალაძემ დარბაზი დატოვა.

დღევანდელი სასამართლო სხდომა ასევე დატოვა ბრალდებულის ადვოკატებმაც.

მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

დეკანოზის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში, საოპერაციოდ ამზადებდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დეკანოზს გერმანიაში გამგზავრება სურდა, გამგზავრებამდე ირაკლი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი "სარგებელს" სთავაზობდა. პროკურატურამ ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადასტურა.

გარდა ამისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

მოგვიანებით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმა.

"გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- აღნიშნულია ბრალდებაში.

ბრალდებულს ამ დრომდე გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული პროკურატურასთან, რის გამოც დეკანოზის პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობია.



Linkin Park-ის ვოკალისტმა თავი მოიკლა

ამერიკული როკ-ჯგუფის Linkin Park-ის ვოკალისტმა ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. ცნობილია, რომ ვოკალისტი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას დიდხანს ებრძოდა.

ვაკის პარკთან გოგოს ავტომანქანა დაეჯახა

ვაკის პარკთან ქვეითად მოსიარულე გოგოს ავტომანქანა დაეჯახა. დაზარალებულს შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები არ მიუღია. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას მოხერხებულსა და ძლიერს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში ბოლო ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი "დიდი ბიჭი", მოხერხებული და ძლიერია.

ინდოეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ინდოეთის პირველი პირი მმართველი პარტიის კანდიდატი რამ ნათ კოვინდია. კოვინდი ქვეყნის რიგით 14 პრეზიდენტი გახდა.

მტკვარმა ფონიჭალაში მკვდარი თევზები გამორიყა

"სს ენერგო-პრო ჯორჯიას" დაქვემდებარებაში არსებული ორთაჭალჰესის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის მინიმალურ დონეზე დაწევის გამო, ქვემო ფონიჭალაში თევზები ნაპირზე გამოირიყა.

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

სენაკი-ფოთი-სარფის, თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

21 ივლისს, 10:30 საათზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, პეკინის ქუჩის მთავარ სამუშაოებთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ამერიკელ სენატორს მოუწოდებს არ დანებდეს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გაცნობა პოზიტიურად გაიხსენა. სააკაშვილმა მაკკეინის მიმართა: "ჯონ, ეს ბრძოლაა და შენ არასდროს დანებდები".

"ქართული მარშის" ერთ-ერთმა წევრმა მოძრაობა დატოვა

"ქართული მარშის" ერთ-ერთმა წევრმა მელორ ვაჩნაძემ ოჯახური მიზეზების გამო მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ ვაჩნაძემ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

გონიოში, ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

გონიოში, ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო. 17 წლის ბიჭს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში უთხრეს.

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიიღო.

ირანელს მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვანო ზარდიაშვილი: ყველგან კარგად იცის რატომ გააგდეს გია ხუხაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ექსპერტ გია ხუხაშვილის პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ამაზრზენი უწოდა.

„თეგეტა მოტორსი“ KUMHO-ს ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა სამხრეთ კავკასიაში

„თეგეტა მოტორსმა“ ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საბურავების უმსხვილეს მწარმოებელთან KUMHO-სთან

დეპუტატის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს დეტალურად განიხილავს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი ყურადღებით გაეცნობა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებულ შენიშვნებს და შემდეგ უფრო კონკრეტული შეფასებები გაკეთდება.

პრეზიდენტმა ვეტო ორ კანონპროექტს დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის კანონში და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.

მაშველებმა დღეს ზღვაში დახრჩობისგან 10-მდე ადამიანი იხსნეს

მაშველებმა დღეს ზღვაში დახრჩობისგან 10-მდე ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია დაფიქსირებული.

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში მონაწილე შავი "ჰონდა" დამწვარი იპოვეს

ოზურგეთში, წარსულში ნასამართლევი გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე მანქანაში ჩაცხრილეს. შავი "ჰონდა", რომლიდანაც გასროლა მოხდა პოლიციამ ერთ-ერთ სოფელში დამწვარი იპოვა.

მინისტრის თქმით, ჯარის უკრაინული ხორცით მომარაგება ქართულ ბაზარზე დეფიციტმა გამოიწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განმარტებით, ქართული შეიარაღებული ძალების უკრაინული ხორცით მომარაგება, ადგილობრივ ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო გადაწყდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3995 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4014 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.19 თეთრი შეადგინა.

შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება მუხტარლის საქმეს უკავშირდება?

შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს უკავშირდება.