კატეგორიები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მთავრობას ჯანმრთელობის დაზღვევაში კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას სთავაზობს

„ჯიპიაი ჰოლდინგში“ მიაჩნიათ, რომ კერძო სადაზღვევო სისტემის ჯანდაცვის დაფინანსებაში ინტეგრირების მათ მიერ შემუშავებული მოდელით მოსახლეობის 60%–ს მოიცავენ, რაც ჯანდაცვაზე საბიუჯეტო დანახარჯს გაანახევრებს.

კერძო სადაზღვევო სისტემის ჯანდაცვის დაფინანსებაში ინტეგრირების ახალ მოდელზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ბესიკ ფესტვენიძემ   სასტუმრო „რედისონში“ „ფაშა ბანკის“ მიერ გაიმართულ ბიზნეს-კონფერენციაზე ისაუბრა. კონფერენციაში, რომლის თემა იყო  საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომდაგენლები.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ინიცირებული  მოდელი ითვალისწინებს  კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა (ფორმალური სექტორი) სავალდებულო, კერძო დაზღვევით უზრუნველყოფას. ამ მიდგომით კერძო სისტემას ექნება შესაძლებლობა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოიცვას 2 მლნ ადამიანზე მეტი და უზრუნველყოს ეს სეგმენტი როგორც არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, ასევე სხვა დამატებითი მომსახურებით. მსგავსი მიდგომის დანერგვით , შესაძლებელი იქნება ე.წ. „სარკისებური“ პაკეტის ღირებულების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება  - კომპანიის წინასწარი გათვლებით, საოჯახო პრემია (მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობისა) თვეში მხოლოდ 45 ლარიდან 50 ლარამდე იქნება.


ბესიკ ფესტვენიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორი: „ისევე როგორც, მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შეიძლება ამუშავდეს სისტემა, სადაც დამქირევაბელი და დაქირავებული ინაწილებენ დაზღვევის გადასახდს - შემოსავლის მიხედვით დგინდება დამქირავებლის თანამონაწილეობის წილი, რომ ორივე მხარემ უპრობლემოდ შეძლოს დაზღვევის პრემიის გადახდა. ჩვენი მოსაზრებით, ეს იქნება დღეს ყველაზე ეფექტური მიდგომა, რომელიც დიდ საბიუჯეტო წნეხს ჩამოაშორებს ქვეყნის ბიუჯეტს და უფრო ეფექტურს გახდის ჯანდაცვის დაფინანსებას. ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზრდება ბენეფიციარების კმაყოფილება, ხოლო დამსაქმებლებს დამატებითი სარგებელი ექნებათ - რადგან ჯანრმთელობის დაზღვევის უზრუნველყოფით საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ორჯერ იზრდება თანამშრომელთა როგორც ლოიალობის , ისე პროდუქტიულობის მაჩვენებლებიც. დასავლეთის ქვეყნებში ე.წ. „დამატებითი ბენეფიტები“ უფრო მეტი მნიშვნელობისაა , ვიდრე უშუალოდ ხელფასი ან შემოსავალი, რადგან ეს ნიშნავს მეტ სტაბილურობას სამუშაო ადგილზე და პროგნოზირებად მომავალს.“


„ჯიპიაი“-მ ისაუბრა ასევე დაზღვევაში გადახდილ თანხაზე საგადასახადო შეღავათის შემოღებაზე, რაც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, როგორც დამსაქმებლისა და დასაქმებულების ამ სისტემაში ჩართვის ერთ-ერთი მნიშვნელვანი მოტივატორი.


სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით , მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულია 570,000 ადამიანი, რომელთა მხოლოდ 28% სარგებლობს კერძო დაზღვევით. მაღალშემოსვლიან სეგმენტში (შემოსავალი 40,000 ლარი და მეტი)  კი მხოლოდ 30%ია დაზღვეული. 



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ბელარუსის ელჩის საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან საქართველოს ელჩმა იოსებ ოსორაულის საქმე განიხილა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი 26-27 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის კონგოში დატყვევებული მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმის განხილვა.

ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

საგარეო მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ვენაში შეხვედრა გამართა  აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კოვალეკთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

უნცია ოქროს ფასი გასულ კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 1246,1 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შოთა პაკელიანმა პროკურატურა დატოვა

თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანმა ადვოკატებთან ერთად დაკითხვის შემდეგ დატოვა. პროკურატურაში მას, პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგები გააცნეს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

სირიის ლიდერი რუსეთის გენშტაბის უფროსს „ჰმეიმის“ სამხედრო ბაზაზე შეხვდა

რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მისსავე ქვეყანაში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიღო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან  ერთად გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.