კატეგორიები

პარლამენტის სპიკერის თქმით, პოლიტიკის და ფინანსების კავშირი დემოკრატიულ პროცესებზე აისახება

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისში რეგიონული კონფერენცია “ფული პოლიტიკაში“ ტარდება.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა და დემოკრატიულ პროცესებში პოლიტიკის და ფინანსებს შორის კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


“მივესალმები ჩვენს სტუმრებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან და ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ამ ქვეყნებს ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი აღმოუჩენენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და ჩვენი დემოკრატიული განვითარების კუთხით. მადლობას გადავუხდი, ასევე, დღევანდელი კონფერენციის სტუმრებს, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ განვითარებაში და მადლობას გადავუხდი, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციის ჩვენს ქვეყანაში უკვე მეორედ მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო მოწოდებულია  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ირაკლი კობახიძემ კონფერენციის თემის აქტუალობასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკის და ფინანსების კავშირი დემოკრატიის შინაარსსა და დემოკრატიულ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.


“თემა არის ძალიან აქტუალური. საქმე ეხება პოლიტიკის და ფინანსების კავშირს და ეს კავშირი, საბოლოო ჯამში, დემოკრატიის შინაარსს, დემოკრატიული პროცესების შინაარსს განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მოხარული ვართ, რომ ძალიან ფართო წარმომადგენლობით, მაღალკვალიფიციური და ძალიან ფართო გამოცდილების მქონე ადამიანების მონაწილეობით, დღეს გაიმართება ძალიან სერიოზული დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოსთვის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. მე პირადად, ბოლო საპარლამენტო  არჩევნების წინ გახლდით მმართველი პარტიის სააარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილე და მაქვს ძალიან ზუსტი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ იხარჯება თანხები საარჩევნო პროცესსში, პოლიტიკაში ზოგადად და შემიძლია გითხრათ, რომ გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრაქტიკა არის  თვისებრივად, რადიკალურად გაუმჯობესებული ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ამის მიუხედავად, გამოწვევები რჩება. კვლავ არის პრობლემა პოლიტიკური სახსრების გაუმჭვირვალე ხარჯვა და შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ოპონენტები რეალურად, ბევრად მეტს ხარჯავდნენ, ბევრად მეტი შემოსავალი და ხარჯი ჰქონდათ ამ არჩევნებში, ვიდრე ისინი ამის დეკლარირებას ახდენდნენ. აქ არის მარტივი დილემა - ხისტი რეპრესიული ზომების გამოყენების გარეშე, პრობლემა რჩება პრობლემად და ეს დილემა არის ის, რასაც აუცილებლად უნდა მოვეკიდოთ მთელი სერიოზულობით და რაც უნდა გავაანალიზოთ. ჩვენ გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პოლიტიკური პროცესები ხისტი რეპრესიული პრაქტიკის გამოყენებამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან და ეს რა თქმა უნდა, არ უნდა განმეორდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის დონეზე საკანონმდებლო ბაზის  დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.


“დღეს  კონსტიტუციაში ეს  პრინციპი, როგორც ასეთი, ასახული არ არის და სპეციალური ახალი რეგულაცია ჩნდება ქვეყნის ძირითად კანონში. ასევე, მთელი რიგი რეგულაციები შედის კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე აისახება. ამ კუთხითაც გვაქვს ჩვენ სერიოზული გამოწვევები, მათ შორის, ერთ-ერთი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ბლოკის ინსტიტუტის გამოყენებით პარტიები მარტივად ახერხებენ მანიპულირებას და დამატებითი სახელმწიფო სახსრების მიზიდვას თავისკენ და ესეც არის პრობლემა. საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული ფორმით განიხილებოდა პოლიტიკური პარტიების ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის გატანის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეს არის საუკეთესო ორგანო, რომელიც ამ ფუნქციას უნდა ახორციელებდეს. დამატებით შეგვიძლია, ჩვენ ამ თემაზე ვიმსჯელოთ, თუმცა, მე ამ სფეროში ცვლილებას არ მივესალმებოდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მიმართეს. ღონისძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ევროპის საბჭოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA), საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ბელარუსის ელჩის საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან საქართველოს ელჩმა იოსებ ოსორაულის საქმე განიხილა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი 26-27 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის კონგოში დატყვევებული მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმის განხილვა.

ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

საგარეო მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ვენაში შეხვედრა გამართა  აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კოვალეკთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

უნცია ოქროს ფასი გასულ კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 1246,1 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შოთა პაკელიანმა პროკურატურა დატოვა

თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანმა ადვოკატებთან ერთად დაკითხვის შემდეგ დატოვა. პროკურატურაში მას, პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგები გააცნეს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

სირიის ლიდერი რუსეთის გენშტაბის უფროსს „ჰმეიმის“ სამხედრო ბაზაზე შეხვდა

რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მისსავე ქვეყანაში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიღო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან  ერთად გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.