კატეგორიები

საჯარო სკოლის მასწავლებლები საგნობრივი მეთოდიკის კურსს “აქტიური სწავლება საგნებში“ გაივლიან

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ დირექტორი და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ.

ეს მასწავლებლები მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში საგნობრივი მეთოდიკის კურსს “აქტიური სწავლება საგნებში“ გაივლიან.


მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა,  რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს,  179 ტრენერი გადაამზადა, რომლებიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწავლებელს საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ ჩაუტარებს.


საგნობრივი მეთოდიკის კურსი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მასწავლებლებს ჩაუტარდება და ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას;  ტრენინგის პროცესში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და  შეძლონ აქტიური სწავლების სტრატეგიების გამოყენება პრაქტიკაში.


ტრენინგ მოდული 24 საკონტაქტო საათისგან შედგება. მასწავლებლებს ტრენინგის შემდგომ აქვთ შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრებზე განიხილონ ახალი სტრატეგიები და მიდგომები, ამით კი ხელი შეუწყონ მათ საკლასო ოთახში დანერგვას.


ამჟამად, ბათუმში,  მათემატიკისა და ინგლისური ენის ტრენერთა ტრენინგი 48 ტრენერისთვის მიმდინარეობს.


საგნობრივ კურსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა  პროფესიულ განვითარებას იმ სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას.


ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.  


საგნობრივი მეთოდიკის  ტრენინგები  2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. პროფესიული განვითარების საშუალება იმ 7000-ზე მეტ VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის  საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა, რომელმაც მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში უკვე გაიარა ზოგადპროფესიული უნარების მოდულები  2016-2017 წელს.


პროექტში დაგეგმილი პროფესიული განვითარების აქტივობებში ასევე ჩაერთვებიან  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებიც;  შესაბამისად, საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა  და გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები.


პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების  18000 ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი წარმოადგენს. გადამზადების პროცესში მასწავლებლები ორ ნაკადად ჩაერთვებიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების სრული კურსი  (ზოგადპროფესიული და საგნობრივი მეთოდიკა) 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება; მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 სექტემბრის  პერიოდში გაივლის. 


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს   ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


 



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ბელარუსის ელჩის საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან საქართველოს ელჩმა იოსებ ოსორაულის საქმე განიხილა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი 26-27 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის კონგოში დატყვევებული მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმის განხილვა.

ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

საგარეო მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ვენაში შეხვედრა გამართა  აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კოვალეკთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

უნცია ოქროს ფასი გასულ კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 1246,1 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შოთა პაკელიანმა პროკურატურა დატოვა

თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანმა ადვოკატებთან ერთად დაკითხვის შემდეგ დატოვა. პროკურატურაში მას, პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგები გააცნეს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

სირიის ლიდერი რუსეთის გენშტაბის უფროსს „ჰმეიმის“ სამხედრო ბაზაზე შეხვდა

რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მისსავე ქვეყანაში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიღო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან  ერთად გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.