კატეგორიები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდი აამოქმედა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდი აამოქმედა. DCFTA.GOV.GE-ზე თავმოყრილია სრული ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ.

საინფორმაციო ვებპორტალის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.


სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.


"დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში",– განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს DCFTA-ით გათვალისწინებულ რეფორმებს – სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების, ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის გზით. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ასევე უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება, რა მიზნითაც შეიქმნა ახალი საინფორმაციო ვებპორტალი.


"იმედი მაქვს, რომ ეს ვებგვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორცილების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს არსებობს, გაგრძელდება სწორედ ამ ვებპორტალის შექმნის გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებულობის კიდევ უფრო ამაღლებას. ევროპული ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელმაც სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს თითოეულ მოქალაქეს",– აღნიშნა პრემიერმა.


პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რასაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება იძლევა.


მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.


"ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე თავისუფალი მოგზაურობის შესაძლებლობა საშუალებას აძლევს საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ევროპის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ და მაქსიმალურად ეცადონ, დაამყარონ კონტაქტები და ახალ ბიზნესთანამშრომლობას ჩაუყარონ საფუძველი ევროპელ მეწარმეებთან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ვებგვერდი– DCFTA.GOV.GE–ს მთავარ მიზანს წარმოადგენს DCFTA-ს შესახებ საზოგადოებისთვის პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. საინფორმაციო პორტალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე.


ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი კატია კამერერი.



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ბელარუსის ელჩის საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან საქართველოს ელჩმა იოსებ ოსორაულის საქმე განიხილა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი 26-27 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის კონგოში დატყვევებული მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმის განხილვა.

ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

საგარეო მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ვენაში შეხვედრა გამართა  აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კოვალეკთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

უნცია ოქროს ფასი გასულ კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 1246,1 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შოთა პაკელიანმა პროკურატურა დატოვა

თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანმა ადვოკატებთან ერთად დაკითხვის შემდეგ დატოვა. პროკურატურაში მას, პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგები გააცნეს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

სირიის ლიდერი რუსეთის გენშტაბის უფროსს „ჰმეიმის“ სამხედრო ბაზაზე შეხვდა

რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მისსავე ქვეყანაში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიღო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან  ერთად გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.