კატეგორიები

საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-8 ადგილი დაიკავა

საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების ინდექსში მე-8 ადგილზეა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი ადგენს და 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.


უახლესი კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე.

2017 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველოს მე-8 ადგილზე გასვლა იმ პროგრესის აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში წლიდან წლამდე აჩვენებს. რეიტინგში მე-8 ადგილზე ყოფნა ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნების რეიტინგის ჭრილში საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს საფრანგეთთან ინაწილებს (0.819 სარეიტინგო ქულით).


"საქართელოსთვის ეს არის უპრეცედენტო შედეგი, როდესაც კიბერუსაფრთხოების ხარისხის ინდექსში ქვეყანა მსოფლიოში მერვე, ევროპაში კი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს. კვლევის ხუთივე ძირითად კომპონენტში - საკანონმდებლლო ბაზა, ტექნიკური მზაობა, ორგანიზაციული მოწყობა, შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობისთვის ღიაობა - ჩვენ მაღალი შეფასება მივიღეთ, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო კოეფიციენტი, რომელიც სიამაყის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან წინ კიდევ ბევრი სამუშაოა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ.


ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შემდგომ მისი შენარჩუნება/განვითარება კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობს მოითხოვს.


ამის მაგალითად "მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" თავმჯდომარე რამდენიმე უწყებას ასახელებს და ამბობს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღნიშნული შედეგი ვერ დადგებოდა.


"მინდა მივულოცო ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთა დიდი დამსახურებაა აღნიშნული წარმატება. ეს ორგანიზაციებია იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - აღნიშნა პატარიძემ.

ინდექსის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (ჩEღთ.GOV.GE) არსებობამ და წარმატებულმა მუშაობამ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯუფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სტრუქტურის ნაწილია და პასუხისმგებელია ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების განვითარება-შენარჩუნებაზე, კიბერინციდენტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე და სხვა.


საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ მომზადებული ინდექსის მიზანია გაზომოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები გამოვლენილი სუსტი მხარეების აღმოშაფხვრელად და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მასშტაბის თანამშრომლობას.



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ბელარუსის ელჩის საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან საქართველოს ელჩმა იოსებ ოსორაულის საქმე განიხილა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი 26-27 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის კონგოში დატყვევებული მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმის განხილვა.

ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

საგარეო მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ვენაში შეხვედრა გამართა  აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კოვალეკთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

უნცია ოქროს ფასი გასულ კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 1246,1 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შოთა პაკელიანმა პროკურატურა დატოვა

თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანმა ადვოკატებთან ერთად დაკითხვის შემდეგ დატოვა. პროკურატურაში მას, პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგები გააცნეს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

სირიის ლიდერი რუსეთის გენშტაბის უფროსს „ჰმეიმის“ სამხედრო ბაზაზე შეხვდა

რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მისსავე ქვეყანაში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიღო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან  ერთად გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.