კატეგორიები

ამერიკის გავლენის შესუსტება რუსი ოკუპანტების გააქტიურებასთან პირდაპირპროპორციულია

ბოლო პერიოდში საქართველოში აშშ-ის გავლენის გაძლიერება–შესუსტებას ქართველი ექსპერტები ურთიერთსაპირისპიროდ აფასებენ. პესიმისტური შეფასებით, რუსი ოკუპანტების ქმედებები ამერიკის გავლენის შესუსტებაზე პასუხს ნიშნავს.

მაისაიას აზრით, ამერიკის ჩართულობა უკრაინასთან მიმართებით უფრო მასშტაბურია, რადგან სწორედ უკრაინის საკითხი განსაზღვრავს ახალი ცივი ომის მიმდინარეობას.


რაც შეეხება, საქართველოსთან მიმართებით ვაშინგტონის პოზიციების შესუსტებას, მაისაიას მიაჩნია, რომ ეს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის აქტიურობის შემცირებას უკავშირდება. ასევე,რუსეთთან საქართველოს დაშოშმინების პოლიტიკის გატარებასა და ჩინური პოლიტიკის შემოტანას. ექსპერტი, ვაშინგტონის გავლენის შესუსტებაშიორი ჰეგემონის - ირანის და თურქეთის ფაქტორსაც ასახელებს.


"საქართველოში აშშ-ის გავლენის შესუსტების სხვადასხვა ფაქტორებია: ხელისუფლება არ აქტიურობს საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე. ასევე, საქართველოში შემოვიდა კომპლიმენტარული პოლიტიკა - თბილისმა აიღო ჩინეთის მიმართულება. ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა და ჩინური ინვესტიციების დიდი მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში ამერიკელების ერთგვარ ფარულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან ჩინეთი და ამერიკა არიან დაპირისპირებული. ამასთან, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე ევროატლანტიკური. განსაკუთრებით ღარიბაშვილის პერიოდში ევროპული ინტეგრაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხარჯზე გაიზარდა. როცა მთავრობის სათავეში კვირიკაშვილი მოვიდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაიზარდა, თუმცა არა ისე, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. პლუს, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის სპეციფიკური პოლიტიკა აირჩია - არ გაღიზიანების პოლიტიკა", - განაცხადა "პირველთან" საუბარში მაისაიამ.


ამასთან, მაისაის განმარტებით, ამერიკის გავლენა სამხრეთ კავკასიისრეგიონზე შესუსტდა, რადგან ვაშინგტონს ბაქოსთანაცდაძაბული ურთიერთობა აქვს. მისი ვარაუდით,ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო კურსი, რომელიც საგარეო დახმარებების შემცირებას გულისხმობს,კიდევ უფრო უარყოფითად ითამაშებს ამერიკის ინტერესებზე საქართველოში.


მისი თქმით, თბილისზე ვაშინგტონის გავლენის შემცირება თანხვედრაშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტრანზიტის შესაძლო გახსნასთან და მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებასთან.


"ცხადია, საქართველოზე ამერიკის გავლენის შესუსტება პოზიტივამდე არ მიგვიყვანს, რადგან ვაშინგტონისგავლენა აკომპენსირებდა რუსულ აგრესიას. ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წისქვილზე არ ასხამს წყალს და ვის წისქვილზეც დაასხამს, გასაგებია - რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე", - აცხადებს მაისაია.


ექსპერტის განმარტებით, ამ ყველაფრის პარალელურად, თურქეთის და ირანის ფაქტორიც შემოდის, რამაც შესაძლოა, საქართველო 1921 წლის მდგომარეობაში ჩააყენოს.


"თურქეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროპასთან და ამერიკასთან. ამასთან, ანკარამ დაიწყო რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა და გერმანელებმაც ინჯირლიკის სამხედრო ავაიაბაზიდან თავისი სამხედროების გაყვანა დაიწყეს. შესაბამისად, ანკარა კარს უხურავს ამერიკელ კოლეგებს. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი საკუთარ თამაშს იწყებს, როგორც დამოუკიდებელი ჰეგემონი და ისსაქართველოსთან მიმართებითაც არ იქნება დასავლეთის დასაყრდენი. ამით, საქართველო ექცევა იგივე ალყაში, როგორშიც ის 1921 წელს იყო. აქ, ასევე, შემოდის ირანი და ემატება ჩინეთის ინტერესები. ის სამკუთხედი, რაც შეიკრა ახლო აღმოსავლერთში - მოსკოვი, ანკარა, თეირანი - დღეს ამ სამკუთხედის გეოპოლიტიკური ხაზი უკვე სამხრეთ კავკასიაზეც ახდენს თავის პროექტირებას", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.


რაც შეეხება რუსულ მედიაში საქართველოსა და უკრაინის კოლონიებად მოაზრების საკითხს, ვახტანგ მაისაიას ეს კრემლის საინფორმაციო ომის ნარატივად მიაჩნია.


"არავითარ კოლონიაზე საუბარი არ არის. ამერიკას თავისი კოლონიები არ ჰქნია ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით", - განმარტავს სამხედრო ექსპერტი.


ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძის აზრით კი, თბილისისადმი ვაშინგტონის გავლენა არ შესუსტებულა, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება უფრო რბილ პროევროპულ კურსს ატარებს, ვიდრე პროამერიკულ კურსს.


"საქართველოს მთავრობა ტრამპამდეც და ტრამპის შემდეგაც ატარებს უფრო რბილ პროევროპულ კურსს, ვიდრე აგრესიულ ამერიკულ კურსს, როგორიც სააკაშვილის დროს იყო. ამის გამო, შესაძლოა, ზოგს ეჩვენება, რომ აშშ-ის გავლენა შესუსტდა. ამერიკის ინტერესი არ გამქრალა, მისი ინტერესი სულ არის რეგიონში", - აღნიშნა "პირველთან" საუბარში ექსპერტმა.


თორნიკე შარაშენიძე არც ტრამპის ადმინისტრაციის მიერსაგარეო დაფინანსების შემცირებით თვლის, რომ ვაშინგტონისგავლენა საქართველოზე შეიცვლება.


"ამერიკამ საქართველოზე იმდენი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი დახარჯა, რომ არა მგონია, დაფინანსების შემცირებამ გამოიწვიოს გავლენის შესუსტება. უბრალოდ, ტრამპის პოლიტიკაა ასეთი - ჯერ ამერიკა და დანარჩენი ყველაფერი მერე. ესეც პირობითია, რადგან ამერიკა არ იწყება და არ მთავრდება თვითონ ამერიკით. ამერიკა მთელს მსოფლიოშია", - აღნიშნა შარაშენიძემ.



ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა. გამზირზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის გამო იყო გადაკეტილი.

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მას ადგილზე უკვე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. 

აქცია აღმაშენებელზე - ფოტორეპორტაჟი

რამდენიმე წუთის წინ, აღმაშენებლის გამზირზე "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ტერიტორია პარტიის ლიდერებმა უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ გამართული აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა. აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. მას ბლაგვი საგანი მოხვდა თავში

აღმაშენებლის გამზირზე აქციაზე, სადაც " ევროპული საქართველო" რუსულ ფაშიზმს აპროტესტებს, მომიტინგე ერთ-ერთი ქალი დაშავდა. მას თავში ბლაგვი საგანი მოხვდა.

"ქართველთა მარშის" წევრები აქციის მონაწილეებს კვერცხებს და ცოცხებს ესვრიან

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები "რუსულ ფაშიზმს" აპროტესტებენ, მათ "ქართველთა მარშის" წევრებმა კვერცხები, ცოცხები და სხვა საგნები ესროლეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო. აქციაზე პარტიის ლიდერებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან.

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან. ამის შესახებ "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა.

 

"ქართველთა მარშის" წევრები პროტესტს ორგანიზებულად არა, თუმცა ინდივიდუალურად გამოხატავენ

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა დავითაიას განცხადებით, აქცია ორგანიზებულად აღარ ჩატარდება, თუმცა ისინი კვლავ აღმაშენებლის გამზირზე დარჩებიან და პროტესტს ინდივიდუალურ გამოხატავენ.

დღეს, "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აქციას მაინც გამართავს

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აღმასენებლის გამზირზე დღეს აქციას მაინც გამართავს. ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პატრულის თანამშრომლები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც დღეს აქციები უნდა გაიმართოს.

24-26 ივლისს "ჯივიპი" პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოებს ჩაატარებს

24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დღეს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მათი გაუქმებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას დაიწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ფაზისობა 2017-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერომონიალი გაიმართა

"ფაზისობა - 2017"-ის ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები, ფოთის საჯარო სკოლების 2016 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, თამაშში  - "ქალაქის საგანძური" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

რუსთავის მერიის და რწმუნებულის ადმინისტრაციის ექსთანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ "მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა.