კატეგორიები

განათლების საერთაშორისო ცენტრში უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

17 ივლისს, 11:00 სთ-ზე განათლების საერთაშორისო ცენტრში განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან ორდღიანი სემინარი გახსნა.

17-18 ივლისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა უნგრული და  ფრანგული საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრების წარმომადგენლებთან - The Yehuda Elkana Center for Higher Education და Centre International d'études Pédagogiques.  სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე უნგრეთის ტემპუსის ოფისის წარმომადგენელი. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ:


1) პუშა ნასტასე  (Pusa Nastase - the Yehuda Elkana Center for Higher Education);


2) მატიაშ საბო (Matyas Szabo - the Yehuda Elkana Center for Higher Education);


3) ანი ბლანკო (Blasco, Annie - CIEP);


4) ჰარალდ შრედერი (Harald Schraeder - CIEP);


5) ანანდ ბალარმანი (Anand Balaraman - CIEP);


6) მარტონ ბელიკი (Marton Belik - უნგრეთის  ტემპუსის ოფისი);


CIEP (პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი) წარმოადგენს  ფრანგულ საგანმანათლებლო ინსტიტუციას, რომლის საქმიანობის სფეროა  საფრანგეთსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის პროფესიული მომზადებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის საკითხებზე თანამშრომლობა. საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად CIEP- ს ჰყავს  250-ზე მეტი თანამშრომელი,  ასევე 1 000-ზე მეტი ექსპერტი და საერთაშორისო პარტნიორი.


the Yehuda Elkana Center for Higher Education (იეჰუდა ელკანას უმაღლესი განათლების ცენტრი) არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) კვლევითი ცენტრი, რომელიც  უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობს განათლების პოლიტიკის, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საკონსულტაციო ინიციატივების შემუშავებაზე.


ორდღიანი სამუშაო ვიზიტისას განათლების საერთაშორისო ცენტრში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებელების წარმომადგენლებთან ერთად, მოხდება საუნივერსიტეტო საჭიროებების განსაზღვა და ანალიზი, რათა ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის განისაზღვროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მოდული, დაიგეგმოს საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამები.


აღნიშნული მოკლევადიანი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასტიპენდიო პროგრამები, აკადემიურ სივრცეში დასაქმებულთათვის ახალი ცოდნისა (თემატური, საგნობრივი) და ეფექტიანი  მართვის/ ადმინისტრირებისთვის  საჭირო კომპლექსური უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.


ამ პროგრამების განხორციელებას განათლების საერთაშორისო ცენტრი ფრანგ და უნგრელ პარტნიორებთან ერთად 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.


სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, განათლების სფეროს ქართველი ექსპერტები.



ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა. გამზირზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის გამო იყო გადაკეტილი.

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მას ადგილზე უკვე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. 

აქცია აღმაშენებელზე - ფოტორეპორტაჟი

რამდენიმე წუთის წინ, აღმაშენებლის გამზირზე "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ტერიტორია პარტიის ლიდერებმა უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ გამართული აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა. აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. მას ბლაგვი საგანი მოხვდა თავში

აღმაშენებლის გამზირზე აქციაზე, სადაც " ევროპული საქართველო" რუსულ ფაშიზმს აპროტესტებს, მომიტინგე ერთ-ერთი ქალი დაშავდა. მას თავში ბლაგვი საგანი მოხვდა.

"ქართველთა მარშის" წევრები აქციის მონაწილეებს კვერცხებს და ცოცხებს ესვრიან

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები "რუსულ ფაშიზმს" აპროტესტებენ, მათ "ქართველთა მარშის" წევრებმა კვერცხები, ცოცხები და სხვა საგნები ესროლეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო. აქციაზე პარტიის ლიდერებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან.

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან. ამის შესახებ "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა.

 

"ქართველთა მარშის" წევრები პროტესტს ორგანიზებულად არა, თუმცა ინდივიდუალურად გამოხატავენ

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა დავითაიას განცხადებით, აქცია ორგანიზებულად აღარ ჩატარდება, თუმცა ისინი კვლავ აღმაშენებლის გამზირზე დარჩებიან და პროტესტს ინდივიდუალურ გამოხატავენ.

დღეს, "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აქციას მაინც გამართავს

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აღმასენებლის გამზირზე დღეს აქციას მაინც გამართავს. ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პატრულის თანამშრომლები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც დღეს აქციები უნდა გაიმართოს.

24-26 ივლისს "ჯივიპი" პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოებს ჩაატარებს

24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დღეს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მათი გაუქმებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას დაიწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ფაზისობა 2017-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერომონიალი გაიმართა

"ფაზისობა - 2017"-ის ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები, ფოთის საჯარო სკოლების 2016 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, თამაშში  - "ქალაქის საგანძური" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

რუსთავის მერიის და რწმუნებულის ადმინისტრაციის ექსთანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ "მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა.