კატეგორიები

ქურთისტანის სახელმწიფოს იდეა – მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი

40 მილიონიანი უსახელმწიფო ერის - ქურთების თვითგამორკვევის პროცესი და სახელმწიფოს შექმნის მცდელობა რეგიონის 4 დიდი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას გულისხმობს.

ქურთების ძირითადი ნაწილი თურქეთში, სირიაში, ერაყსა და ირანში ცხოვრებენ. მათი განსახლების ადგილები ისეა განაწილებული გეოგრაფიულად, რომ თუ ზემოხსენებული სახელმწიფოების საზღვრებს ვირტუალურად მოვშლით, ქურთისთანი ერთ მთლიან გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს. ქურთების მცირე ნაწილი ასევე ცხოვრობს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. განსაკუთრებით მაღალია ქურთების პროცენტული მაჩვენებელი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელსაც ბაქოსთან სახმელეთო ადმინისტრაციული საზღვარი არ გააჩნია და სომხეთსა და ირანს შორისაა მოქცეული.


თბილისიდან იმ ტერიტორიამდე, სადაც ქურთები თავისი სახელმწიფოს დაარსებას აპირებენ, დაახლოებით 250 კილომეტრია, რაც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მცირე მანძილია.


ქურთები საკუთარი პოლიტიკური უფლებების მოსაპოვებლად წლებია იბრძვიან. მაგალითად, თურქეთში, ოფიციალური ანკარას მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება 1984 წელს დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა ქურთებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების სურვილი გამოთქვეს. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სირიაშიც, სადაც 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის ფონზე ქურთებმა, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ყველაზე მეტად ქურთებმა თავიანთი პოზიციები ერაყში გაიმყარეს, რადგან მათ საკუთარი ავტომიური რეგიონი შექმნეს. ერაყელ ქურთებს საკუთარი პარლამენტი, მთავრობა, შეიარაღებული ძალები და სრულყოფილი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ინსტიტუცია გააჩნიათ. სწორედ ეს რეგიონი მოიაზრება ერთიანი ქურთისტანის ძირითად ბირთვად. ერაყელი ქურთების ავტონომიის ლიდერების ინიციტივით, სექტემბერში პლებისციტი გაიმართება, სადაც გადაწყდება, რეგიონი ფართო ავტონომიას შეინარჩუნებს, თუ სუვერენული გახდება.


ერაყელი ქურთების ამ გადაწყვეტილებას თურქეთის ლიდერის, ერდოღანის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ქურთების დამოუკიდებლობა ერაყში კიდევ უფრო გაამწვავებს თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში ისედაც არასტაბილურ ვითარებას. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ტონი მეტად კატეგორიული იყო – ის არასოდეს დაუშვებს ქურთების სახელმწიფოს შექმნას.


გეოპოლიტიკურ მთავარ მოთამაშეებს, ქურთისტანის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რეგიონში თავიანთი პოზიციები გააჩნიათ და, ფარულად თუ ღიად, თავის ფავორიტებს უჭერენ მხარს. მაგალითად, აშშ მფარველობს ერაყელ ქურთებს, ასევე იარაღით ამარაგებს მათ სირიელ ნათესავებს, რაც, თავის მხრივ, ანკარას გაღიზიანებას იწვევს, რადგან ერთიანი ქურთისტანის იდეა თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. სწორედ ეს გახდა თურქეთის აშშ-თან დაპირისპირებისა და ანკარას მოსკოვისკენ „გახედვის“ მიზეზი. ვაშინგტონის მსგავსად, ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მოსკოვსაც ჰყავს თავისი ფავორიტი - ქურთისტანის მუშათა პარტიის სახით, რომელსაც იარაღით ამარაგებს.


სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, აშშ ერთიანი ქურთისტანის შექმნის იდეას იმიტომ უჭერს მხარს, რომ, საჭიროების შემთხვავაში, ქურთი მებრძოლები "ისლამური სახელმწიფოს", ასადის რეჟიმისა და ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს.


"ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონმა სირიელი ამბოხებულები გადაიბირა. სირიელ ქურთებს აშშ იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ შეუძლიათ რეალური ბრძოლა "ისლამურ სახალიფოსთან". ასევე, ვაშინგტონი ცდილობს, ისინი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენოს, ფაქტობრივად, სირიის დიქტატორი დაამხონ და დამასკოში მოიპოვონ ის ძალა, რაც ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესებს შეესაბამება. როგორც ეს მოხდა ერაყში, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ. ამერიკელებს ასევე უნდათ, რომ ქურთები გამოიყენონ ირანის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან თეირანზე დამატებითი ბერკეტი ჰქონდეთ ქურთების სახით", - განაცხადა "პირველთან" საუბარში მაისაიამ.


პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვა რუსეთისთვის მომგებიანია, რადგან სპარსეთის ყურეში, რომელზეც  მსოფლიოში არსებული ნავთობ რესურსების 66,4% მოდის, სიტუაციას გამწვავება ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.


"ეს შეიძლება აწყობდეს რუსეთს, რადგან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი შემცირდება, რაც პირდაპირ გამოიწვევს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას და ამით ისევ რუსეთი მოითბობს ხელს", - უთხრა პოლიტოლოგმა "პირველს".


რაც შეეხება ქურთისტანის პრობლემატიკის გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, და შესაბამისად საქართველოზე, სავარაუდოდ, ის დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზი ვერ გახდება, რადგან რეგიონში ქურთების მცირე რაოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არიან აქტიურად ჩართული.


თუმცა, როგორც ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ერთიანი ქურთისტანის შექმნა საქართველოზე, ისევე როგორც უკრაინა-აზერბაიჯანზე და მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნეგატიურად აისახება.


ქურთისტანის პრობლემატიკიდან გამომდინარე პოლიტოლოგი საქართველოსთან მიმართებით 4 უარყოფით ირიბ ეფექტზე საუბრობს:
1. ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პრეცედენტი კოსოვოს შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ერაყის, სირიის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება თბილისისთვის არ არის ხელსაყრელი;
2. თბილისს ვითარების დაძაბვა არ აწყობს თურქეთში, რადგან ის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია;
3. ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, საქართველოს საზღვარს ათასობით ლტოლვილი მოაწყდეს;
4. სპარსეთის ყურეში ვითარების ესკალაცია მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის, როგორც ნავთობიმპორტიორი ქვეყნისთვის არასახარბიელო იქნება.


"პირველის" რესპონდეტების აზრით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის გარკვეული შეთანხმებაც შეიძლება შედეგს, რის საფუძველზეც სირიის ტერიტორიაზე ქურთისტანის ავტონომია შეიქმნება. ისინი ნაკლებად ვარაუდობენ ირანში ქურთული ავტონომიის შექმნას, ხოლო თურქეთის ხელისუფლების მიერ მსგავს დათმობაზე წასვლას გამორიცხავენ.


დღეს ქურთისტანის ერთიანი სახელმწიფოს შექმნას ექსპერტები უტოპიის სფეროს მიაკუთვნებენ. თუმცა, მსოფლიოში მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ შორეულ პერსპექტივაში დღევანდელი თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე ერთიანი ქურთისტანის შექმნა არ უნდა გამოვრიცხოთ. ახალი სახელმწიფოს შექმნა კი, ეჭვგარეშეა, უსისხლოდ არ ჩაივლის. შესაბამისად, საქრთველო ნებსით თუ უნებლიედ, ირიბად თუ პირდაპირ, ეს პროცესები აუცილებლად აისახება საქართველოზეც.


 


ავტორი: ხატია წულაია, ჟურნალისტი.



ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა. გამზირზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის გამო იყო გადაკეტილი.

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მას ადგილზე უკვე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. 

აქცია აღმაშენებელზე - ფოტორეპორტაჟი

რამდენიმე წუთის წინ, აღმაშენებლის გამზირზე "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ტერიტორია პარტიის ლიდერებმა უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ გამართული აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა. აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. მას ბლაგვი საგანი მოხვდა თავში

აღმაშენებლის გამზირზე აქციაზე, სადაც " ევროპული საქართველო" რუსულ ფაშიზმს აპროტესტებს, მომიტინგე ერთ-ერთი ქალი დაშავდა. მას თავში ბლაგვი საგანი მოხვდა.

"ქართველთა მარშის" წევრები აქციის მონაწილეებს კვერცხებს და ცოცხებს ესვრიან

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები "რუსულ ფაშიზმს" აპროტესტებენ, მათ "ქართველთა მარშის" წევრებმა კვერცხები, ცოცხები და სხვა საგნები ესროლეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო. აქციაზე პარტიის ლიდერებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან.

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან. ამის შესახებ "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა.

 

"ქართველთა მარშის" წევრები პროტესტს ორგანიზებულად არა, თუმცა ინდივიდუალურად გამოხატავენ

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა დავითაიას განცხადებით, აქცია ორგანიზებულად აღარ ჩატარდება, თუმცა ისინი კვლავ აღმაშენებლის გამზირზე დარჩებიან და პროტესტს ინდივიდუალურ გამოხატავენ.

დღეს, "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აქციას მაინც გამართავს

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აღმასენებლის გამზირზე დღეს აქციას მაინც გამართავს. ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პატრულის თანამშრომლები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც დღეს აქციები უნდა გაიმართოს.

24-26 ივლისს "ჯივიპი" პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოებს ჩაატარებს

24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დღეს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მათი გაუქმებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას დაიწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ფაზისობა 2017-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერომონიალი გაიმართა

"ფაზისობა - 2017"-ის ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები, ფოთის საჯარო სკოლების 2016 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, თამაშში  - "ქალაქის საგანძური" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

რუსთავის მერიის და რწმუნებულის ადმინისტრაციის ექსთანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ "მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა.