კატეგორიები

თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა გაიხსნა

1963 წლის შემდეგ პირველად, თბილისში თანამედროვე მუნიციპალური ავტობაზა აშენდა. ახალი ავტოპარკი დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ავტობაზა მოემსახურება.

6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ბაზა შემდეგ ობიექტებს მოიცავს :


ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ნაგებობები. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა  აღჭურვილი, რაც  ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.


ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების მომსახურებისათვის  ავტობაზის ტერიტორიაზე იტალიური  ფირმა - SAFE-ის  გაზგასამართი სადგური განთავსდა, რომელიც Man-ის ავტობუსების დატუმბვას 4 წუთში უზრუნველყოფს.


გარდა ამისა, ახალი ავტობაზის სამრეცხაოში დამონტაჟდა ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომლებიც რეცირკულაციის სისტემებითაა აღჭურვილი და წყლის  70%-მდე ეკონომიას იძლევა. 12 მეტრიანი ახალი ავტობუსები  5-7 წთ-ში გაირეცხება. დანადგარი არის ავტომატური და  დისტანციურად იმართება. რეცხვის უახლესი ტექნოლოგია ავტობუსის ზედაპირის დაზიანებას გამორიცხავს.


“გაიხსნა ახალი ავტობაზა, სადაც განთავსდა  MAN-ის მარკის ახალი 143 ავტობუსი. დღეიდან აღნიშნული ავტობაზა მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს იმ ძირითად მარშრუტებზე, რომელიც განსაზღვრულია ამ ავტობუსებისთვის. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რათა გვქონოდა თანამედროვე ავტობაზა, გამართული, უახლესი გაზის სისტემით. ავტობაზაზე ყოველდრიურ რეჟიმში დასუფთავდება ავტობუსები, მოხდება მათი ტექნიკური მომსახურება და გაზით მომარაგება. ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ამ ავტობუსებით ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად გადაადგილდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.


ავტოპარკში, კომპანია “თეგეტა თრაქ ენდ ბასს“-ის  ბაზაზე არსებულ Man Truck and Bus-ის მიერ ავტორიზირებულ სერვისცენტრში CNG გაზზე მომუშავე ავტობუსები ხუთი წლის განმავლობაში გაივლიან მიმდინარე და რეგლამენტირებულ ტექნიკურ მომსახურებას.


ბაზაზე მუდმივად იქნება დასაქმებული 616 ადამიანი. MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში კი დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება.


ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. მუნიციპალური ავტოპარკის ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანიაა - შპს „დაგი“.


აღსანიშნავია, რომ 20 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში ახალი ავტობუსები N24, N33, N88, N140 და N150 ხაზებზე გავა. მოგვიანებით კი, MAN-ის ავტობუსები N14, N21 და N23 მარშრუტებს დაემატება.


მუნიციპალური  ავტობუსების  განახლების პროექტი  თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც  27 მილიონი  EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.


სამომავლოდ, თბილისის მერია შედარებით მცირე ზომის, 8-10 მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. 2018 წლის ივლისიდან კი, დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს თანამედროვე სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს.


დღესვე, ავტობაზის გახსნაზე თბილისის მერმა ქალაქ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასა და გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსიის დირექტორს ბრუნო ბალვანერას, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდს (E5P), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირს თეა მელიქაძეს, სამშენებლო კომპანია „დაგს“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს ნუგზარ ჭეიშვილს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ და კომპანიას “ Man Truck and Bus”.


ახალი მუნიციპალური ავტობაზის გახსნას დღეს საქართველოს მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე MAN Truck and Bus AG-ის და ბიზნესკომპანიების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 



ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა. გამზირზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის გამო იყო გადაკეტილი.

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მას ადგილზე უკვე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. 

აქცია აღმაშენებელზე - ფოტორეპორტაჟი

რამდენიმე წუთის წინ, აღმაშენებლის გამზირზე "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ტერიტორია პარტიის ლიდერებმა უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ გამართული აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა. აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. მას ბლაგვი საგანი მოხვდა თავში

აღმაშენებლის გამზირზე აქციაზე, სადაც " ევროპული საქართველო" რუსულ ფაშიზმს აპროტესტებს, მომიტინგე ერთ-ერთი ქალი დაშავდა. მას თავში ბლაგვი საგანი მოხვდა.

"ქართველთა მარშის" წევრები აქციის მონაწილეებს კვერცხებს და ცოცხებს ესვრიან

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები "რუსულ ფაშიზმს" აპროტესტებენ, მათ "ქართველთა მარშის" წევრებმა კვერცხები, ცოცხები და სხვა საგნები ესროლეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო. აქციაზე პარტიის ლიდერებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან.

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან. ამის შესახებ "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა.

 

"ქართველთა მარშის" წევრები პროტესტს ორგანიზებულად არა, თუმცა ინდივიდუალურად გამოხატავენ

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა დავითაიას განცხადებით, აქცია ორგანიზებულად აღარ ჩატარდება, თუმცა ისინი კვლავ აღმაშენებლის გამზირზე დარჩებიან და პროტესტს ინდივიდუალურ გამოხატავენ.

დღეს, "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აქციას მაინც გამართავს

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აღმასენებლის გამზირზე დღეს აქციას მაინც გამართავს. ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პატრულის თანამშრომლები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც დღეს აქციები უნდა გაიმართოს.

24-26 ივლისს "ჯივიპი" პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოებს ჩაატარებს

24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დღეს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მათი გაუქმებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას დაიწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ფაზისობა 2017-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერომონიალი გაიმართა

"ფაზისობა - 2017"-ის ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები, ფოთის საჯარო სკოლების 2016 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, თამაშში  - "ქალაქის საგანძური" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

რუსთავის მერიის და რწმუნებულის ადმინისტრაციის ექსთანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ "მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა.