კატეგორიები

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017“ ჩატარდება

30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017“ ჩატარდება. 

სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს გაიხსნება.

“ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატოს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.  

ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი “ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები “აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები “ბრედლი“ და “სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

“ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში დაგეგმილია 5 მედიადღე:

30 ივლისი - სწავლების გახსნის ცერემონიალი;

7 აგვისტო - მექანიზებული ასეულის საბრძოლო სროლები;

9 აგვისტო - მსუბუქი ქვეითი ასეულის დონის სწავლება საბრძოლო სროლებით;

10 აგვისტო - აშშ-საქართველოს საინჟინრო ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება;

12 აგვისტო - სწავლების დახურვა საჩვენებელი წვრთნით.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, აკრედიტაცია უნდა გაიარონ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 17-დან 28 ივლისის ჩათვლით 13:00 საათამდე.  ერთჯერადი სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა თითოეული ღონისძიების დაწყების წინ.

დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად ელ-ფოსტაზე pr@mod.gov.ge -ზე უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი; მედიასაშუალების დასახელება; პოზიცია; ტელეფონის ნომერი; პირადი ნომერი.



ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა. გამზირზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის გამო იყო გადაკეტილი.

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მას ადგილზე უკვე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. 

აქცია აღმაშენებელზე - ფოტორეპორტაჟი

რამდენიმე წუთის წინ, აღმაშენებლის გამზირზე "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ტერიტორია პარტიის ლიდერებმა უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ გამართული აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა. აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. მას ბლაგვი საგანი მოხვდა თავში

აღმაშენებლის გამზირზე აქციაზე, სადაც " ევროპული საქართველო" რუსულ ფაშიზმს აპროტესტებს, მომიტინგე ერთ-ერთი ქალი დაშავდა. მას თავში ბლაგვი საგანი მოხვდა.

"ქართველთა მარშის" წევრები აქციის მონაწილეებს კვერცხებს და ცოცხებს ესვრიან

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები "რუსულ ფაშიზმს" აპროტესტებენ, მათ "ქართველთა მარშის" წევრებმა კვერცხები, ცოცხები და სხვა საგნები ესროლეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო. აქციაზე პარტიის ლიდერებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან.

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან. ამის შესახებ "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა.

 

"ქართველთა მარშის" წევრები პროტესტს ორგანიზებულად არა, თუმცა ინდივიდუალურად გამოხატავენ

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა დავითაიას განცხადებით, აქცია ორგანიზებულად აღარ ჩატარდება, თუმცა ისინი კვლავ აღმაშენებლის გამზირზე დარჩებიან და პროტესტს ინდივიდუალურ გამოხატავენ.

დღეს, "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აქციას მაინც გამართავს

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აღმასენებლის გამზირზე დღეს აქციას მაინც გამართავს. ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პატრულის თანამშრომლები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც დღეს აქციები უნდა გაიმართოს.

24-26 ივლისს "ჯივიპი" პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოებს ჩაატარებს

24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დღეს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მათი გაუქმებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას დაიწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ფაზისობა 2017-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერომონიალი გაიმართა

"ფაზისობა - 2017"-ის ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები, ფოთის საჯარო სკოლების 2016 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, თამაშში  - "ქალაქის საგანძური" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

რუსთავის მერიის და რწმუნებულის ადმინისტრაციის ექსთანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ "მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა.