კატეგორიები

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების 60% დაასრულა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოების 60% უკვე დაასრულა.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, კომპანიამ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეცვალა  355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის  ქსელი. ექსპლუატაციაში გაშვებამდე განახლებულ წყალსადენის ქსელს ჰიდროტესტირება და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა.

გადაერთებითი სამუშაოების შემდეგ, ახალი ქსელის ტრანშეა  მოწესრიგდა:  ინერტული მასალით შეივსო, კომპაქტირება ჩატარდა  და თბილისის მუნიციპალური ლაბრატორიის მიერ შემოწმდა.

კომპანიამ სამუშაოების პროცესში სრულად განაახლა 1000მმ-იანი, 1200მმ-იანი და 500მმ-იანი  ფოლადის მაგისტრალური მილების 600  მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი.

წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პეკინის გამზირზე წყალსადენის ქსელზე ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტები,  მსოფლიო ლიდერი ბრენდის, ავეკას 40 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

წყალარინების 400 მეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება.  სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულდა და საექსპლუატაციო ჭა მოეწყო.

პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლის შემდეგ,  რეაბილიტაცია ახალ ფაზაში გადავიდა:  1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის გასაახლებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს  მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები ახორციელებენ.

ასევე, მომდევნო ეტაპზე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

სარეაბილიტაციო პროექტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 3მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  მასშტაბურ სამუშაოებს  აგვისტოში  დაასრულებს.

 



ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა. გამზირზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის გამო იყო გადაკეტილი.

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მას ადგილზე უკვე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. 

აქცია აღმაშენებელზე - ფოტორეპორტაჟი

რამდენიმე წუთის წინ, აღმაშენებლის გამზირზე "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ტერიტორია პარტიის ლიდერებმა უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ გამართული აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა. აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. მას ბლაგვი საგანი მოხვდა თავში

აღმაშენებლის გამზირზე აქციაზე, სადაც " ევროპული საქართველო" რუსულ ფაშიზმს აპროტესტებს, მომიტინგე ერთ-ერთი ქალი დაშავდა. მას თავში ბლაგვი საგანი მოხვდა.

"ქართველთა მარშის" წევრები აქციის მონაწილეებს კვერცხებს და ცოცხებს ესვრიან

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები "რუსულ ფაშიზმს" აპროტესტებენ, მათ "ქართველთა მარშის" წევრებმა კვერცხები, ცოცხები და სხვა საგნები ესროლეს.

"ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" აქცია - "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო. აქციაზე პარტიის ლიდერებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან.

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან

აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარშის" წევრები არ იშლებიან. ამის შესახებ "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა.

 

"ქართველთა მარშის" წევრები პროტესტს ორგანიზებულად არა, თუმცა ინდივიდუალურად გამოხატავენ

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა დავითაიას განცხადებით, აქცია ორგანიზებულად აღარ ჩატარდება, თუმცა ისინი კვლავ აღმაშენებლის გამზირზე დარჩებიან და პროტესტს ინდივიდუალურ გამოხატავენ.

დღეს, "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" აღარ გაიმართება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აქციას მაინც გამართავს

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" აღმასენებლის გამზირზე დღეს აქციას მაინც გამართავს. ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პატრულის თანამშრომლები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც დღეს აქციები უნდა გაიმართოს.

24-26 ივლისს "ჯივიპი" პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოებს ჩაატარებს

24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დღეს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მათი გაუქმებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას დაიწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ფაზისობა 2017-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერომონიალი გაიმართა

"ფაზისობა - 2017"-ის ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები, ფოთის საჯარო სკოლების 2016 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, თამაშში  - "ქალაქის საგანძური" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

რუსთავის მერიის და რწმუნებულის ადმინისტრაციის ექსთანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ "მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა.