კატეგორიები

თბილისის ღამის კლუბი მსოფლიოს 20 საუკეთესო ღამის კლუბს შორის ლიდერობს

ღამის კლუბები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მათი ვიზიტორები უმეტესად ახალგაზრდები არიან. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღამის კლუბების სათავეში თბილისის "ბასიანი" აღმოჩნდა.

hostelworld.com-ის მიმომხილველი წერს: იმისთვის, რომ „ტურისტული მახეები“ ავიცილოთ და ნამდვილი სიამოვნება მივიღოთ, ელექტრონული მუსიკის ექსპერტებს უნდა დავუჯეროთ, რომლებმაც თავიანთი ფავორიტი ღამის კლუბები დაასახელეს.


1.      „ბასიანი“, თბილისი.



პირველ ადგილზე თბილისში, „დინამო არენას“ ყოფილი აუზის ტერიტორიაზე მდებარე კლუბი გავიდა. „ბასიანი“ ქართველი ახალგაზრდების საყვარელი კლუბია, რომელიც 1200 ადამიანს იტევს.


 


2.      „პანორამა ბარი“, ბერლინი.



ბერლინის „პანორამა ბარი“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და რთულად მისაღწევ ბარად აღიარეს. კლუბში 3 საცეკვაო სივრცეა, რომლიდანაც ერთ-ერთი ამ წლის გაზაფხულში გაიხსნა. თითო სივრცეში სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უკრავენ, ამიტომ ამ კლუბში ყოველთვის ბევრი ადამიანია.


3.      „კონკრეტი“, პარიზი.



ბოლო რამდენიმე წელი, პარიზში კლუბების „აღორძინების“ პერიოდია. ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი კი სწორედ „კონკრეტია“, რომელიც მდინარე სენაზე მდებარეობს და რომელმაც ამ წლის მარტში 24-საათიანი ლიცენზია  მოიპოვა.


 


4.      „DC10“, იბიცა.



გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ღამის კლუბი სწორედ იბიცაშია, რადგან ხმელთაშუა ზღვის ეს კუნძული ცნობილია, როგორც დღესასწაულების „მექა“. კლუბი DC10 იბიცას აეროპორტში მიმავალ გზაზეა განლაგებული. ახალგაზრდებს ეს კლუბი სწორედ ქალაქიდან შორს ყოფნის გამო უყვართ, რადგან აქ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.


 


5.   „დე სქული“, ამსტერდამი.



კლუბი „დე სქული“ ადრე სკოლა იყო. ახლა კი ის მეტია, ვიდრე ღამის კლუბი. „დე სქულში“, ასევე, განლაგებულია საკონცერტო, საგამოფენო, სპორტული დარბაზები და კაფე. მას აქვს 24-საათიანი ლიცენზია და მუშაობს კვირაში 7 დღე.


 


6. “ფაუსტი“, სეული.



კლუბი „ფაუსტი“ განლაგებულია სეულის ერთ-ერთ გორაკზე. ითვლება, რომ აქ საუკეთესო აუდიოსისტემაა, ამიტომ მელომანები ამ კლუბს რეკომენდაციას უწევენ.


 


7. „გოა“, რომი.



ამ კლუბში ინტერიერი ინდურ სტილშია, რაც ბევრ მომხმარებელს იზიდავს, რადგან ინდურ სტილში მოწყობილი ღამის კლუბი იშვიათობაა.


 


8.   „კაიკუ“, ჰელსინკი.



„კაიკუ“ 2013 წელს გაიხსნა და ჰელსინკის საუკეთესო ღამის კლუბად ითვლება. ის 400 ადამიანს იტევს. ადრე აქ ძველი ქარხანა იყო განლაგებული,  შემდეგ კი ჰელსინკის საუკეთესო ღამის კლუბად გადაკეთდა.


 


9. “ლუქს ფრაჟილ“, ლისაბონი.



ეს კლუბი პორტუგალიაში ყველაზე ცნობილია, ლისაბონში კი - ყველაზე დიდი. კლუბი სამ სივრცედაა გაყოფილი: კლუბი, ბარი და ტერასა.


 


10.  „მაკარენა“ ბარსელონა.



„მაკარენა“  ბარსელონას ცენტრში, გოტიკის უბანშია განლაგებული. ის სულ 80 ადამიანს იტევს და სწორედ ამით იზიდავს მომხმარებლებს. კლუბში მოსახვედრად წინასწარი ჯავშანია საჭირო.


 


11.  „ნაუდეისი“, ნიუ-იორკი.



კლუბი ღია ცის ქვეშაა განლაგებული. ის ცნობილია ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნებით. აქ უკრავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი DJ Mister Sunday. სწორედ მისი მუსიკა იზიდავს ახალგაზრდებს.


 


12.  „ქლოუზერ,“ კიევი.



„ქლოუზერი“  კიევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბია, რომელიც ქარხანაშია განთავსებული. სხვა კლუბებისგან ის იმით განსხვავდება, რომ ამ კლუბის მეორე სართული იზოლირებულია და მუსიკა არ ისმის, რაც მომხმარებლებს დასვენების საშუალებას აძლევს.


 


13.  „ოპიუმი“, ვილნიუსი.



ეს კლუბი ლიტვაში ყველაზე პოპულარულია. ის განლაგებულია რესტორან „ბრიუსლის“ სარდაფში, რომელიც, ასევე, ძალიან ცნობილია და მომხმარებელს კორეულ სამზარეულოს სთავაზობს.


 


14. “პრინტვორკსი“, ლონდონი.



ლონდონის ეს ღამის კლუბი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ DJ-ებს იწვევს. აქ უქმეებს ყველაზე საინტერესოდ და მრავალფეროვნად გაატარებთ.


 


15.  „რობერტ ჯონსონი“, ფრანკფურტი.



ეს კლუბი მდინარის პირასაა განლაგებული. ის მომხმარებლებს მინიმალისტური ინტერიერით ხიბლავს. აქ მხოლოდ ერთი ოთახია, რომელიც 100 ადამიანამდე ნაკლებს იტევს.


 


16.  „სალონ დე ამატერ“, დიუსელდორფი.



ეს კლუბი დიუსელდორფის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზშია განლაგებული. მისი დამაარსებლები ამბობენ, რომ სწორედ ეს ხდის ამ კლუბს გამორჩეულსა და მიმზიდველს.


 


17. „სმარტბარი“, ჩიკაგო.



ჩიკაგოს ეს ღამის კლუბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია არა მარტო ქალაქში, არამედ მთელ ქვეყანაში. „სმარტბარი“ 1982 წელს გაიხსნა, დღეს ის ამერიკელების ერთ-ერთი საყვარელი კლუბია, რომელიც 400-მდე ადამიანს იტევს.


 


18. „სუბ ქლაბი“, გლაზგო.



„სუბ ქლაბი“ შოტლანდიის ყველაზე პოპულარული  ღამის კლუბია, რომელიც 1987 წელს გაიხსნა. აქ მსმენელებს საშუალება აქვთ, ელექტრონულ მუსიკას მოუსმინონ.


 


19. „ვარუნგ ბიჩ ქლაბი“, ბრაზილია.



ეს კლუბი ღია ცის ქვეშაა განლაგებული, რომლის ერთი სივრცე ტყეშია განლაგებული, მეორე კი სანაპიროს უყურებს


 


20. „უომბი“, ტოკიო.



„უომბი“ ქალაქ  შიბუიას ცენტრში მდებარეობს.  ის 2000 წელს გაიხსნა და 1000 ადამიანს იტევს. კლუბი 4 სართულს მოიცავს, სადაც განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებს შეუძლიათ მუსიკის მოსმენა.



გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი გააჩინა

ბიძის მიერ გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდა

ბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა. გამოცემა "Хартия"-მ გამოაქვეყნა ვოდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონა.

ქართული ნავთობი აუქციონზე გავიდა

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 40 ტონამდე Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.

დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას დანაშაულს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.

თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ

ახალგორში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ გუშინ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს, თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქიზიყის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კიდევ ერთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე წყალსადენის 300 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო.

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი გუშინ დაიკარგა. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა

ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს, რომელმაც ქალაქ ჰილვერსიუმში რადიოსადგურ 3FM-ის ოფისში მძევლად ერთი ქალი აიყვანა. "როიტერის" ცნობით, მძევალი თავისუფალია.

ბოჭორმის ქუჩაზე ახალი გზა დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო.

ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – "სიმეტრია" გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – „სიმეტრია“ გაიხსნა.

ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტი კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გორში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა, რადგან საბჭოს ხელმძღვანელებმა შარლოტსვილის არეულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს.

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს სხეულის 90% აქვს დამწვარი.

სააპელაციო სასამართლომ "ლაზიკა კაპიტალის" მტკიცებულების სახით საქმეს ახალი მასალები დაურთო

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლობით, ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ახალი მტკიცებულებები გაიზიარა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

ავარია თბილისში - დაშავებულია ერთი ადამიანი

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.