კატეგორიები

საქართველოს ყოფილ ჯარისკაცს მსოფლიოს ელექტრონული ვალუტა IPO–ზე გამოყავს

საქართველოს ყოფილმა ჯარისკაცმა ანდრეი ბაბაიანმა, ინჟინერმა ლოს–ანჯელესიდან, მონაწილეობა მიიღო ახალი ელექტრონული ვალუტის დაპროექტებაში. მან შექმნა ომხმარებლებისთვის საპროგრამო უზრუნველყოფის ხარისხის შემმოწმებელი პროგრამა.

კლაუდკოინების შემუშავებაში გამოიყენება რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც ცვლის კრიპტოვალუტებში გამოყენებულ ბლოკჩეინს. ახალ ტექნოლოგიას ქვია RAIDA (Redundant Array of Independent Detection Agents). ეს ახალი ტექნოლოგია გახლავთ მეორე ტექნოლოგია (ბლოკჩეინი არის პირველი), რომელიც დახმარებას უწევს ციფრული ვალუტების დამახასიათებელ ფიზიკური მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას.


ანდრეი ბაბაიანმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ტესტირებას უწევს ელექტრონული ვალუტა კლაუდკოინს ბაგების არსებობაზე. არსებითად, საუბარია იმის შესახებ, რომ მომხმარებლისთვის გარანტირებული იქნას მათი კომპიუტერების ფუნქციების შენარჩუნება ახალ ვალუტასთან ურთიერთქმედებისას და კონტროლი გაეწიოს კონსორციუმის პროგრამისტების მიერ გამოშვებული პროგრამის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას.


"ანდრეი უზრუნველყოფს მომხმარებლის მხრიდან კლაუდკოინის მიმართ მაღალი დონის ნდობას, და ამაშია მისი მთავარი დამსახურება", – ამბობს შონ ვორსინგტონი ახალი ელექტრონული ვალუტის შექმნის პროექტის დამფუძნებელი.


ქართული წარმოშობის ამერიკელმა განაცხადა, რომ გაიგო კლაუდკოინის შესახებ პროგრამისტის სერგეი ჟიტინსკის ინტერვიუდან, რომელიც დაბეჭდილი იყო რუსეთის გაზეთ „იზვესტია“–ში, და მას დააინტერესა თავითონ ტექნოლოგია. მან შეიძინა რამდენიმე პაკეტი და ტესტირების დროს აღმოაჩინა განსაზღვრული ხარვეზები მომხმარებლის ინტერფეისში, რის შემდეგაც დაუწერა უკუკავშირის მისამართზე, რომელიც ნახა ელექტრონული ვალუტის საიტზე. შონ ვორსინგტონმა სწრაფად გამოეპასუხა და შესთავაზა ჩართულიყო კონსორციუმში პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ტესტირებაში.


გარდა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა, კონსორციუმის ფარგლებში ანდრეი აწარმოებს Cloudcoin Research ჰოლდინგის რეგისტრაციას, ამზადებს დოკუმენტაციას ჰოლდინგის IPO–ზე გასაყვანად, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას მიიზიდოს დამატებითი საშუალებები ვალუტის პოპულარიზაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის.


CloudCoin პროექტის უახლოეს გეგმებშია –კლაუდკოინის გაყვანა DEX-TRADE –კრიპტოვალუტების ვაჭრობის დეცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად იყიდო და გაყიდო კრიპტოვალუტები და ფიატური ფული. მაისის ბოლოდან მუშაობს ბირჟის გამარტივებული ვერსია, სადაც ახალი ვალუტის მფლობელები აწარმოებენ კლაუდკოინების ყიდვა–გაყიდვას.


საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტესტურ რეჟიმში 2017 წლის თებერვლიდან იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის. 2014 წლის მაისში, იმ მომენტისთვის უკვე ექს–პრემიერი ივანიშვილის ფონდმა მიიღო მონაწილეობა BitFury საინვესტიციო რაუნდში, და ჩადო 10 მილიონი დოლარი ბიტკოინების და მაინინგების დანადგარების მწარმოებელ კომპანიაში. ბიტკოინების და მაინინგების ცენტრი ორგანიზებული იქნა საქართველოში, ფონდის ხელმძღვანელის გადმოცემით, ამით შეიქმნა ოცი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი.


ექსპერტების მონაცემებით, საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერესი სტაბილურად იზრდება.



ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

გლდანში გაზის მიწოდება 20:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება

18:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩა №15, №17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ბარალეთის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

ისნის მეტროსთან ჩხუბის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისნის მეტროსთან ერთი პირი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ლილოსთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.

გორის რაიონში დაკარგული ადგილობრივი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

თბილისში 600 აბონენტს გაზის მიწოდება ხვალ აღუდგება

დღეს თბილისში 600 აბონენტს გაზის მომარაგება ავარიულად შეუწყდა. მათ გაზის მიწოდება ხვალ, 11 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთთან პოექტის მე-2 ფაზის რეალიზებას იწყებს  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის რესპუბლიკასთან მასშტაბური პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს.

დაჩი ცაგურია - უკვე მეორე დღეა ვუყურებთ ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას

უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქობულეთში, საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

გიორგი ხატიძე: თენგიზ შერგელაშვილი რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია

უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ხატიძის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში თენგიზ შერგელაშვილისთვის ჩაბარებული რეფორმების ჩავარდნის შემდეგ, ის რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია.

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ოზურგეთის რაიონში 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შერგელაშვილი გააკრიტიკა

მაშინ, როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი პროგრამული გზა, არჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილზე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

 

სპეცოპერაცია ლილოში - დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი

ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებულს, სავარაუდოდ, იარაღიც ჰქონდა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე მაღალი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი აღინიშნა, რაც განპირობებული იყო პირველ დეკადაში თბური ტალღის გავრცელებით.

ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა.